„ერთი ხელის მოსმით შემოხაზა 41, რითაც მოუხაზა ქვეყანასაც და..“ – მეგი გოცირიძე

2,834 წაკითხვა

კალენდარზე 2012 წელი იდგა, ჯერ კიდევ ბნელოდა, მაგრამ მას ძალიან ეჩქარებოდა, უნდოდა პირველი ყოფილიყო.
ადგა, ჩაიცვა, კარი გამოაღო და სადარბაზო სენსორებიანმა ნათურამ გაუნათა , რომელიც წლობით ჩაბნელებული
იყო, ლიფტი გმოიძახა(რომელიც, მანამდე 10 წელი არ მუშაობდა ) და პირველ სართულზე ჩავიდა, სენსორებიანი კარი გამოაღო , მიუახლოვდა საკუთარ ავტომანქანას და ნახა , რომ კარი ღია დარჩენოდა …
მანქანა უპრობლემოდ დაქოქოა (აკუმულატორი ადგილზე დახვდა), მაგნიტოფონი ჩართო, რომლის მოპარვაც არავის უცდია და გარე განათებით განათებულ, მოასფალტებულ ქუჩას გაუყვა.  ჩაუარა ხელოვნურსაფარიან სათამაშო მოედანს, რომელიც მანამდე აოხრებული ნაგავსაყრელი იყო, და სადაც მისი უფროსი ვაჟი ყოველ დილას ვარჯიშობდა , ჩაუარა სკვერს, სადაც ყოველდღე პატარას ასეირნებდა და უფასო საქანელებზე აკატავებდა… ჩაუარა ახლად აშენებულ ეკლესიას, რომელიც მანამდე არ იყო და შორს უხდებოდა სიარული შაბათობით , ჩაუარა თავისი შვილის გარემონტებულ სკოლას და გაჩერდა მისი პატარა შვილის გაწკრილებულ-გარემონტებულ საბავშვო ბაღთან, სადაც საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.
კაბინაში შევიდა, რა თქმა უნდა ხიხოს გაკეთებული ცოცხი და უმოწყალოდ ქვევრში ჩამხრჩვალი რაფილიანცი ძალიან ეტკინა, საკუთარი ავტოკალმის ერთი ხელის მოსმით შემოხაზა 41-ი , რითაც მოუხაზა ქვეყანასაც და საკუთარი შვილების მომავალს.

Next Post

„ყოველდღე გავიმეორებ, არ დავიღლები..“ - ნინო ჯანგირაშვილი

კვი მაი 24 , 2020
2,834 წაკითხვატელეკომპანია „კავკასიის“ გენერალური დირექტორი საკუთარ ვერსიას გამოთქვამს, თუ რატომ არ იხსნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი: „ყოველდღე გავიმეორებ, არ დავიღლები: ვირუსის გავრცელება არაფერ შუაშია. საზოგადოებრივ ტრანსპორტს იმიტომ არ ხსნიან, რომ იციან, მგზავრთა ნაკადი რადიკალურად იქნება შემცირებული. ბევრი მოერიდება სარგებლობას: ზოგს უბრალოდ წასასვლელი აღარსად აქვს – უმუშევარი დარჩა, ბევრი კიდევ დიდხანს შეეცდება თუ ძალიან არ ჭირდება სახლიდან არ გავიდეს. ბევრი ვირუსის შიშით შეეცდება […]