„ყოველდღე გავიმეორებ, არ დავიღლები..“ – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია „კავკასიის“ გენერალური დირექტორი საკუთარ ვერსიას გამოთქვამს, თუ რატომ არ იხსნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი:

„ყოველდღე გავიმეორებ, არ დავიღლები: ვირუსის გავრცელება არაფერ შუაშია. საზოგადოებრივ ტრანსპორტს იმიტომ არ ხსნიან, რომ იციან, მგზავრთა ნაკადი რადიკალურად იქნება შემცირებული.

ბევრი მოერიდება სარგებლობას: ზოგს უბრალოდ წასასვლელი აღარსად აქვს – უმუშევარი დარჩა, ბევრი კიდევ დიდხანს შეეცდება თუ ძალიან არ ჭირდება სახლიდან არ გავიდეს. ბევრი ვირუსის შიშით შეეცდება გადაადგილებისთვის სხვა გზა მონახოს – ფეხით მეტი იაროს, ან მანქანა გამოიყენოს, ან თუნდაც ველოსიპედი და სკუტერი.

ეს ტენდენცია ყველგან არის. შემცირებული ნაკადების ფონზე შემოსავალიც შეუმცირდება საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ბიუჯეტს მოუწევს უფრო მეტად სუბსიდირება. ენანებათ ბიუჯეტის ფული, ამის გამო არ ხსნიან და არა იმის გამო, რომ ტრანსპორტში ვირუსი უფრო გავრცელდება და ადამიანებს უფრთხილდებიან.“- წერს ნინო ჯანგირაშვილი.

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *