ტრანსპორტის მოძრაობა, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში აღდგება

1,833 წაკითხვა

ყველაზე აქტუალურ კითხვაზე – როდის აღდგება ტრანსპორტის მოძრაობა? „პრაიმტაიმი“ შეეცადა ინფორმაციის მოძიებას. ჩვენი ინფორმაციით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ საორიენტაციო პერიოდად ერთი კვირა აიღო.

ამ ხნის განმავლობაში ეპიდვითარებას დააკვირდებიან. თუ პანდემიის შემთხვევებმა არ მოიმატეს, მაშინ – ერთი კვირის შემდეგ, საკოორდინაციო საბჭო ტრანსპორტის ამოქმედების ბრძანებას გასცემს.

მკაცრად გაიწერება გადაადგილებისას, მგზავრთა უსაფრთხოების ზომები.

რის შემდეგაც, თბილისის მერია სატრანსპორტო კომპანიებს მუშაობის უფლებას მისცემს.

„პრაიმტაიმი“ თბილისის მერიას დაუკავშირდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, საკოორდინაციო საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას და ტრანსპორტი ჩვეულ რიტმში ამოქმედდება.

„მას შემდეგ, რაც საკოორდინაციო საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას, მეორე დღესვე სატრანსპორტო საშუალებები ქუჩებში გამოჩნდება. ამ ეტაპზე, იმედი გვაქვს, რომ ეს მალე მოხდება.“ – აცხადებენ მერიაში.

თავის მხრივ, სატრანსპორტო კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ მზადაა, ბრძანების გაცემისთანავე, მგზავრებს მოემსახუროს.

„ჩვენი კომპანია ელოდება მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებას, რათა ხაზზე მიკროავტობუსები გავიდეს.

მზად ვართ, უსაფრთხოების ყველა დადგენილი წესის დაცვით ვიმუშაოთ“ – განმარტავენ კომპანიაში.

Next Post

პოლიციამ მარნეულში მომხდარი ძარცვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

ორშ მაი 25 , 2020
1,833 წაკითხვაშინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ა.ბ. ძარცვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულდარაში, თანასოფლელს – 1943 წელს დაბადებულ კ.ხ.-ს მისსავე საცხოვრებელ სახლში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, 1600 ლარი გასტაცა და შემთხვევის […]

შესაძლოა მოგეწონოთ