პოლიციამ მარნეულში მომხდარი ძარცვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

878 წაკითხვა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ა.ბ. ძარცვის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულდარაში, თანასოფლელს – 1943 წელს დაბადებულ კ.ხ.-ს მისსავე საცხოვრებელ სახლში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, 1600 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ა.ბ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, მარნეულის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

პოლიციამ ნაძარცვი თანხა ნივთმტკიცების სახით ამიღო.

Next Post

„ადამიანზე ფიქოლოგიური ძალადობა ძალადობა არ არის და მხოლოდ მუშტი ითვლება ძალადობად?“ – თამარ ივერი

ორშ მაი 25 , 2020
878 წაკითხვამსოფლიოში აღიარებული ოპერის მომღერალი, ქართელი მეცოსოპრანო თამარ ივერი, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ ამბებს სოციალურ ქსელში ეხმაურება: „ქალთა მიმართ ძალადობის ერთ ერთი ხმალამოღებული მოწინააღმდეგე ვარ… თუმცა, ამ შემთხვევაში, რაც მოვისმინე, ინტუიციით ამ ყოველივეს…  ქალბატონი ნეკას მხრიდან კარგად დაგეგმილი პროვოკაციის სუნი ასდის!! მანამდე დედამთილისთვისაც მოუსწრია ჩივილი, ქმარს თვეში 100.000ლარს(!)დიახ, არც მეტი არც ნაკლები თვეში 100.000 ლარს სძალავდა პირადი […]