„ადამიანზე ფიქოლოგიური ძალადობა ძალადობა არ არის და მხოლოდ მუშტი ითვლება ძალადობად?“ – თამარ ივერი

2,138 წაკითხვა

მსოფლიოში აღიარებული ოპერის მომღერალი, ქართელი მეცოსოპრანო თამარ ივერი, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ ამბებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„ქალთა მიმართ ძალადობის ერთ ერთი ხმალამოღებული მოწინააღმდეგე ვარ… თუმცა, ამ შემთხვევაში, რაც მოვისმინე, ინტუიციით ამ ყოველივეს…  ქალბატონი ნეკას მხრიდან კარგად დაგეგმილი პროვოკაციის სუნი ასდის!!
მანამდე დედამთილისთვისაც მოუსწრია ჩივილი, ქმარს თვეში 100.000ლარს(!)დიახ, არც მეტი არც ნაკლები თვეში 100.000 ლარს სძალავდა პირადი საიდუმლოს შენახვისთვის( ჯერ საერთოდ ფუი! ასეთ ხელშეკრულებას თუნდაც ყოფილ ქმართან!!)
ახლა თურმე ეს 100 ათასი ლარი აღარ ყოფნის და მისი გასამმაგება მოსდომებია(!), თავად მისულა “მსხვერპლი” მოძალადესთან სახლში(!), მორიგჯერ კარიერის დანგრევით და საიდუმლოს გამჟღავნებით დამუქრებია და მოკლედ…. ჩემს წინაშე უსუსური “ნაძალადევი” გოგონა კი არა…. კარგად დატრენინგებული შანტაჟისტი “პროვოკატორშა” წამოისახა!!! და მას ეს “ძალადობა”იგრძნობა რომ… ამ მომენტში ჰაერივით სჭირდებოდა. მწარე ენით, შენი ცხოვრების ჭრილობაზე და საიდუმლოზე გამუდმებით მარილის ყრით და კარიერის დანგრევის მუქარით კი ცხვარს ააღებინებ ხელში დამბაჩას არამცთუ ადამიანს!! და უკაცრავად, ადამიანზე მუდმივი ფიქოლოგიური ძალადობა ძალადობა არ არის და მხოლოდ მუშტი ითვლება ძალადობად? სხვათაშორის, თუ ასეა, მუდმივმა შანტაჟმა ადამიანი დიდი ალბათობით შეიძლება ფსიქიურ შეშლამდე და თვითმკლელობამდე მიიყვანოს, მაშინ როცა “ფინგალი” ერთ კვირაში გაუვლის. თუმცა, დიდი ეჭვი მეპარება თავად ნიკოლოზის მხრიდან რაიმე მონაწილეობისა ამ აქციაში. გამწარებული მამისგან კი შეიძლება იყო კიდეც რაღაც ადეკვატური მუქარა. ასე რომ ხვალინდელი, ოცდაათი კბილებალესილი ადვოკატების მიერ ჭრაკერვა/მონტაჟჩატარებული ტექსტების ნაკლებად მჯერა! როგორც მოსკოვი ისე “Тбилиси Слезам(Крокодила) не верит»!!
ჩემი მხარდაჭერა ნიკოლოზ ბასილაშვილს!! 
მისი მსოფლიო კარიერა კი იაფფასიანი ფულს და პიარს დახარბებული ავანტიურისტების გამო არანაირად არ დაინგრევა!!!
ვთვლი, რომ პირიქით, ნიკოლოზმა უნდა გამართოს ბრიფინგი და როგორც რუსები იტყვიან:” расставить все точки над i “ – წერს თამარ ივერი.

Next Post

„ყველას გასაგონად მინდა ვთქვა“ - თაკო ჩარკვიანი

ორშ მაი 25 , 2020
2,138 წაკითხვაქართველ ჩოგბურთელ ბასილაშვილთან დაკავშირებით: კარგო ადამიანებო, ძალიან კარგო, „ისერა კარგო“ ანუ ყველას გასაგონად მინდა ვთქვა: ხომ არ ვიცით რა ხდება?! ასე „წინსწრებით „ნუ შევეხებით, დასკვნას ნუ დავდებთ ,ორივე მხარეს მივცეთ საშუალება სიმართლის თქმის ,გარკვევის…. დავიცვათ რაღაც ნორმები – შეუძლებელია მოსამართლის როლში საზოგადოება, თან გაურკვეველ- გამოუძიებელ საქმეში- ორივე მხარე დავინდოთ, ამ გაურკვევლობაში და ჩვენი თავიც დავინდოთ- დიდი ტვირთია. თაკო ჩარკვიანი

შესაძლოა მოგეწონოთ