„ქოცებს დავცინით, იმიტომ, რომ მართლა დასაცინები არიან, მაგრამ ეს…“ – მეგი გოცირიძე

რამდენად არის ოპოზიციის დაქსაქსვის საფრთხე, ამ კითხვაზე სამოქალაქო აქტივისტი მეგი გოცირიძე „ახალ თაობასთან“ ამბობს, რომ:

„იმედია, ეს არ მოხდება. კოალიციური მთავრობა რომ იქნება, ეს გარდაუვალია. არც ისაა გასაკვირი, ყველა პარტიას თავისი კანდიდატი თუ ეყოლება, თუნდაც პრემიერობის, მაგრამ პრაიმერიზი ჩატარდება და საბოლოოდ ისე გამოვლინდება. ასე გაირკვევა, ვის მეტი მხარდაჭერა ექნება.
მაგრამ ახლა,  ამ ვითარებაში, როცა ქვეყნის მომავალი გაურკვეველია, ხალხი შიმშილით იხოცება სახლებში გამომწყვდეული და ქვეყნის მმართველი ტიკტოკს ცეკვავს და ხეებს დაათრევს, ამ საკითხის წამოწევა და ერთმანეთთან დაპირისპირება, მაშინ, როცა ხელისუფლება ახალ რეგულაციებს იღებს და წინასაარჩევნოდ ქალაქებს გიკეტავს და მოსახლეობასთან შეხვედრას გიკრძალავს, ასეთი წიოკი მხარდამჭერებს შორის, უბრალოდ, ამაზრზენი საყურებელია!

ქოცებს დავცინით, იმიტომ, რომ მართლა დასაცინები არიან, მაგრამ ეს სერიოზული ხალხი რომ წიოკობს და ქოჩრით ათრევს ერთმანეთს, თითქოს, არიქა, ყველაფერი დამთავრდა, ივანიშვილი გავაგდეთ, ამ დროს ამხელა ბრძოლა გვაქვს მოსაგები, სირცხვილია და არასერიოზულია, რაც ხდება! რა დროს კანდიდატები და რა დროს პრემიერია, როცა კუთხეში მომწყვდეული ვირთხა ივანიშვილი რას იზამს, არავინ ვიცით!

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *