„ჩვენ დღეს პომიდვრებს გვესროდნენ იმისთვის, რომ ქალს ვიცავთ“ – ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი

1,333 წაკითხვა

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის, ნელი დოროყაშვილის ინტერესების დამცველის, ანა აბაშიძის განცხადებით, გუშინ გამართული პრესკონფერენციის შემდეგ, მეზობლებმა ეზოში პომიდვრები ესროლეს. ამის შესახებ მან „ტვ. პირველთან” საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, შემთხვევა ეზოში მოხდა, როცა ჟურნალისტები მასთან ინტერვიუს წერდნენ.

„ჩვენ დღეს პომიდვრებს გვესროდნენ იმისთვის, რომ ქალს ვიცავთ და გამვლელები გვლანძღავენ ადვოკატებს. პირდაპირი მნიშვნელობით, პრესკონფერენციის შემდეგ ჟურნალისტს რომ ვეწერებოდით, მეზობლები კორპუსებიდან პომიდვრებს ისვრიან ადვოკატების მიმართ, რომლებიც თავის საქმიანობას ასრულებენ“, – განაცხადა აბაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბასილაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

Next Post

ემზარ ქვარიანი ვანო მერაბიშვილს - „მომიწევს კიდევ ბევრჯერ შეგახსენო და გითხრათ..“

სამ მაი 26 , 2020
1,333 წაკითხვა„ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებისთვის ემზადება. პოლიტიკურ ბატალიებში გამოცდილი ნაციონალები დასაყრდენს საზოგადოების ყველა ფენაში ეძებენ. პირველი სამიზნე ამ შემთხვევაში ვეტერანები გახდნენ. რაც არ უნდა მძიმე სათქმელი იყოს, ასეთ საპატივცემულო ადამიანებშიც აღმოჩნდნენ ისეთები, რომლებმაც დაივიწყეს თუნდაც 26 მაისს სისხლიანი რუსთაველი, 7 ნოემბერი, 2008 წელი და კიდევ მეტი დაკარგული ტერიტორიები, და ბოლოს, „ნაციონალურ მოძრაობასთან“, „ქართული ოცნების“ მიერ გამოცხადებული კოჰაბიტაცია. მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო […]

შესაძლოა მოგეწონოთ