„მთავარი არხი“ – fake news ებს ნუ ავრცელებთ!“ – თამარ ჩერგოლეიშვილი

2,177 წაკითხვა

„ტაბულას“ რედაქტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა, „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ერთ-ერთ ნიუსზე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ფეიკია“ და პოსტს შესაბამისი სქრინიც დაურთო:

„მთავარი არხი“ – fake news ებს ნუ ავრცელებთ!

მესმის რომ გინდათ ბოკერია ნაცმოძრაობაში, მაგრამ – არ გყავთ, თქვენივე ბელადის უსაქციელობის გამო.“ – დაწერა ჩერგოლეიშვილმა.

როგორც ჩანს, „მთავარ არხს“ ნიუსის მომზადებისას ტექნიკური შეცდომა გაეპარა და თამარ ჩერგოლეიშვილის მეუღლე გიგა ბოკერია, რომელიც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერია, შემთხვევით „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ“ მოიხსენია. სწორედ აღნიშნულ ამბავს მოჰყვა ჩერგოლეიშვილის გაბრაზება, რაც საკუთარ „ფეიბუქზე“ საჯაროდ დააფიქსირა კიდეც.

პოსტის დადებიდან მალევე, „ტაბულას“ რედაქტორს „მთავარი არხის“ თანამშრომლები კომენტარებში გამოეხმაურნენ და ტექნიკური ხარვეზის გამო მას ბოდიში მოუხადეს.

 

Next Post

გიორგი ვაშაძე ზვიად გამსახურდიას საფლავზე არ მიუშვეს

სამ მაი 26 , 2020
2,177 წაკითხვაცოტა ხნის წინ ხმაური იყო მთაწმინდის პანთეონში. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე თანამოაზრეებთან ერთად საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას საფლავთან მივიდა. ვაშაძეს და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს პანთეონში ზვიად გამსახურდიას მეუღლე, მანანა არჩვაძე და პირველი პრეზიდენტის მხარდამჭერები დახვდნენ. მათ გიორგი ვაშაძეს გამსახურდიას საფლავთან მისვლის უფლება არ მისცეს და ტერიტორიის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდეს. წყარო: „პრაიმტაიმი“