ვახტანგ გომელაური მაჩალიკაშვილების ოჯახს შეხვდა

1,749 წაკითხვა

ხელისუფლება მაჩალიკაშვილების ოჯახთან დაპირისპირების დამთავრებას ცდილობს. ვახტანგ გომელაური შვილმოკლულ მშობლებს შეხვდა. მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის დედა, მედიკო მარგოშვილი აუდიენციის შესახებ ყვება. ირკვევა, რომ სუს-ის ყოფილმა უფროსმა და ამჟამინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მაჩალიკაშვილებს ბოდიში მოუხადა, თუმცა უთხრა, რომ სპეცრაზმელს არ დასჯის.

„მესაუბრა თავაზიანად, ბოდიში მომიხადა, თავისი დანაშაულიც აღიარა, რომ ბრძანება გასცა, რომ დაეკავებინა. რომ დაურეკეს და თქვა, ეს გავიგეო, დაიფიცა შვილები, კინაღამ ჩამოვლეწე ეს ყველაფერიო, ძალიან მეწყინაო, მოხდა ასე, გაუვარდა სპეცრაზმელსო…ეს ვერ აგიხსნით, ისეთი რამ არის სპეცრაზმელი რომ დავსაჯოთო…. გოგაშვილზე გვქონდა საუბარი. გაშვებულიაო. პარტიაში მუშაობდა და იქაც აერია საქმეებიო” – ამბობს მედიკო მარგოშვილი “ტვ პირველთან” ინტერვიუში.

ნიუპოსტი

Next Post

„ბოკერიას ბნედა ემართება, როდესაც მხედავს“ – თეა წულუკიანი

ხუთ მაი 28 , 2020
1,749 წაკითხვაიუსტიციის მინისტრი გამოეხმაურა გიგა ბოკერიას განცხადებას მისი მისამართით, როდესაც მას სიძულვილის ელექსირი უწოდა. თეა წულუკიანის თქმით, ბოკერიას მის დანახვაზე პოლიტიკური ბნედა ემართება.  ბნედა ემართება, განსაკუთრებით როცა მხედავს, პოლიტიკურ ბნედას ვგულისხმობ.მინდა დანანებით აღვნიშნო, რომ ეს ადამიანი ბნელეთისკენ მიაქანებს საკუთარ პოლიტიკურ ძალას იმის გამო, რომ დღეს მისი პოლიტიკური პარტია, ესენი არ იყვნენ ნაციონალურ მოძრაობაში დარჩენილი ნაციონალები, ესენი იყვნენ ვითომ გასუფთავებული ნაციონალები, […]