„ბოკერიას ბნედა ემართება, როდესაც მხედავს“ – თეა წულუკიანი

1,854 წაკითხვა

იუსტიციის მინისტრი გამოეხმაურა გიგა ბოკერიას განცხადებას მისი მისამართით, როდესაც მას სიძულვილის ელექსირი უწოდა. თეა წულუკიანის თქმით, ბოკერიას მის დანახვაზე პოლიტიკური ბნედა ემართება.

 ბნედა ემართება, განსაკუთრებით როცა მხედავს, პოლიტიკურ ბნედას ვგულისხმობ.მინდა დანანებით აღვნიშნო, რომ ეს ადამიანი ბნელეთისკენ მიაქანებს საკუთარ პოლიტიკურ ძალას იმის გამო, რომ დღეს მისი პოლიტიკური პარტია, ესენი არ იყვნენ ნაციონალურ მოძრაობაში დარჩენილი ნაციონალები, ესენი იყვნენ ვითომ გასუფთავებული ნაციონალები, რომლებიც საყვედურობდნენ პრემიერმინისტრს, ეს ჯარიმების ოდენობები მაღალი რომ არის ვაპროტესტებთო და ეკლესიის წარმომადგენლები არ დააჯარიმეთო.

გაღიზიანებულია, როდესაც მე ვიხსენებ ილია ჭავჭავაძეს, რა თქმა უნდა, გაღიზიანებული და მსაყვედურობს, რატომ ვიყენებ საუბრისას ქართულ ლიტერატურას, ეს არის პროდასავლურობას მოფარებული ანტიდასავლური ძალა”, — განაცხადა თეა  წულუკიანმა.

Next Post

„გვინახავს არაერთი დაცემული და დაქლიავებული, მაგრამ ამ მასშტაბის ჯერ არა“ - გია აბაშიძე

ხუთ მაი 28 , 2020
1,854 წაკითხვაანალიტიკოს გია აბაშიძე ოპოზიციის ნაწილზე (ნაც.მოძრაობა და მასთან დაკავშირებული პირები)  საუბრობს: „რა უბადრუკი საპარლამენტო ოპოზიცია გვყავს (ნაცები & ევრონაცები). პრემიერმა COVID-19 -თან ბრძოლის ანგარიში წარადგინა და მთავარი შეკითხვებია (სამადაშვილი, ბოკერია) „პოლიტპატიმარ“ ჟორიკა რურუას როდის გამოუშვებთ? გვინახავს არაერთი დაცემული და დაქლიავებული, მაგრამ ამ მასშტაბის ჯერ არა. მეცოდებიან ამ პარტიების/სექტების მხარდამჭერნი…“– წერს აბაშიძე ფეისბუქში.

შესაძლოა მოგეწონოთ