„აქაც უნდა დავწერო ჩვენი სირცხვილის შესახებ“ – ბონდო მძინარაშვილი

1,198 წაკითხვა

ბონდო მძინარაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს:

„გადაცემებში რამდენჯერმე ვთქვი და გული არ მითმენს, აქაც უნდა დავწერო ჩვენი სირცხვილის შესახებ:

როგორ დავუშვით, რომ ფასილიტატორი ელჩების თანდასწრებით და მათთან ერთად პარლამენტის მოქმედმა და ყოფილმა თავმჯდომარეებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ინსტიტუტი, პოლიტიკური გარიგების ინსტრუმენტად გამოიყენეს?!

წარმოიდგინეთ, თავის დროზე ამ ელჩებმა დამოუკიდებელი სახელმწიფოს პირველ პირს რწმუნებათა სიგელები გადასცეს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეს ქვეყანაში მუშაობის ოფიციალური უფლება, ახლა კი ხელი მოაწერეს ამავე სახელმწიფოს პირველი პირის ინსტრუმენტად გამოყენებას!

არადა, საქართველოს პრეზიდენტმა მოქმედი და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს შესთავაზა პლატფორმა დიალოგისთვის!

ეს ისედაც არის პრეზიდენტის ვალდებულება: არ დაუშვას პოლიტიკური კრიზისი და მისი გამწვავების თავიდან ასაცილებლად დაპირისპირებულ მხარეებს შორის დიალოგი წარმართოს!

ჩვენ კი როგორ მოვიქეცით: პრეზიდენტის შეთავაზებაზე უარი ვთქვით და უცხო ქვეყნების ელჩებს ვთხოვეთ დაძაბულობის განმუხტვა!

უფრო მეტიც, ისე გავთავხედდით, რომ სახელმწიფოს ერთ-ერთი სიმბოლო, სახელმწიფოს ერთ-ერთი ინსტიტუტი ამ განმუხტვის ინსტრუმენტად გამოვიყენეთ ისე, რომ ამ დოკუმენტს ხელს არ აწერს თვითონ პრეზიდენტი, როგორც შეთანხმების შესრულების გარანტი!

უფრო მეტიც, ის გარანტი კი არა, ვიმეორებ, ინსტრუმენტია!

რაც უფრო მეტს ვფიქრობ ამ “ერთობლივი განცხადების” შინაარსზე, მით მეტად ვბრაზდები ჩვენი პოლიტიკური ისტებლიშმენტის ამ არასახელმწიფოებრივ, უფრო მეტიც, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაზე!

ჯერ საქართველოს ერთმა პრეზიდენტმა თქვა მოქალაქეობაზე უარი, ახლა მეორე პრეზიდენტის ინსტრუმენტად გამოყენება ჩაითვალა დიდ მიღწევად!

მითხარით, უცხოელმა პოლიტიკოსებმა, სხვა სახელმწიფოების ელჩებმა რატომ უნდა სცენ პატივი იმ პოლიტიკურ ელიტას, რომელიც თვითონ ეკიდება უპატივცემულოდ და უპასუხისმგებლოდ საკუთარი ხალხის არჩევანს და საკუთარი სახელმწიფოს ინსტიტუტებს?!

აი, რატომ?!

Next Post

„ვეტერანები ისევ საშიმშილოდ გაწირეს“ - თამაზ გოჩაშვილი

ხუთ მაი 28 , 2020
1,198 წაკითხვაშორენა გონგლაძე ინტერვიუ აფხაზეთის ომის ვეტერან თამაზ გოჩაშვილთან: ბატონო თამაზ, შეიცვალა თუ არა ამ თვეებში რამე სასიკეთოდ ვეტერანების სოციალური დახმარების კუთხით? რა უნდა გითხრათ? მე უკვე ამ ჩემს სამშობლოში არაფერი აღარ მიკვირს! ვეტერანები კვლავ მოტყუებულები და მიტოვებულები დარჩნენ. ჩვენ ვახსენდებით პოლიტიკოსებს მხოლოდ არჩევნების წინ. მოვლენ, მოგთხოვენ დახმარებას და მერე არც კი ახსენდებათ ნაომარი ადამიანი. თუმცა დღევანდელი პოლიტიკოსები და პარტიები […]

შესაძლოა მოგეწონოთ