„ვეტერანები ისევ საშიმშილოდ გაწირეს“ – თამაზ გოჩაშვილი

1 372 Views

შორენა გონგლაძე

ინტერვიუ აფხაზეთის ომის ვეტერან თამაზ გოჩაშვილთან:

ბატონო თამაზ, შეიცვალა თუ არა ამ თვეებში რამე სასიკეთოდ ვეტერანების სოციალური დახმარების კუთხით?

რა უნდა გითხრათ? მე უკვე ამ ჩემს სამშობლოში არაფერი აღარ მიკვირს! ვეტერანები კვლავ მოტყუებულები და მიტოვებულები დარჩნენ.
ჩვენ ვახსენდებით პოლიტიკოსებს მხოლოდ არჩევნების წინ. მოვლენ, მოგთხოვენ დახმარებას და მერე არც კი ახსენდებათ ნაომარი ადამიანი. თუმცა დღევანდელი პოლიტიკოსები და პარტიები მათგან შექმნილი ხელისუფალნი ძალიან შორს არიან ეროვნული იდეოლოგიისაგან და ქართული სახელმწიფოებრიობის მშენებლობისაგან, რადგანაც სხვა შემთხვევაში გაახსენდებოდათ პატრიოტი მეომრები და უფრო მოეფერებოდნენ მათ.
გუშინდელი პარლამენტის სხდომა ამის ნათელი მაგალითია. ყურადღებით ვადევნებდი თვალს. სასწაულია პირდაპირ და არავის არ გაახსენდა ერთი სიტყვა მაინც ეთქვათ ამ კორონავირუსის ეპიდემიის და ეკონომიური კრიზისის პირობებში ჩვენი პატრიოტი ბიჭების და განსაკუთრებით ინვალიდების დახმარების გაწევაზე.
სანამ პარლამენტარებად იქცევიან ატალახებული გვაქვს კარები – „დაგვეხმარეთ, გვიშველეთო“ და მერე ვერც იპოვნი მათ. ყურმილსაც არავინ არ აიღებს რომ კითხვა დაუსვა.
არც ერთ პარტიას და პოლიტიკოსს არ დაუყენებია ვეტერანების დახმარების საკითხი. არც ერთს! თვით ვეტერან დეპუტატებს არ გახსენებიათ თავისი სისხლის ძმები და სხვას რა უნდა მოკითხო?
სანამ ჩვენი გმირები ომობდნენ, საქართველოში ყველაფერი გაიყიდა. შემდეგ ძალით წაართვეს საბრძოლო იარაღი, აფხაზეთი და სამაჩაბლო დაგვაკარგინეს და შემდეგ ციხეებში შეყარეს რუსეთის ემისრებმა. ნაციონალებმა პატრიოტები გამოყარეს ჯარიდან და ისევ ულუკმპუროდ დატოვეს ბიჭები. ჩვენ არ გვყავს ძლიერი ეკონომიურად დამოუკიდებელი ვეტერანები თითო ოროლა კაცის გარდა. გეკითხებით რით ირჩინონ თავი? კაცი-შვილი არ არის გამკითხვი.
ამას წინათ ისრაელის კაფეში ამობეჭდილი „ჩეკი“ ვნახე. ზედ ეწერა – „მეომარო, შენ თანხა გადახდილია და თუ გაგიჭირდა მოდი ჩვენთან ჩვენ დაგეხმარებითო“. გაუმარჯოს ისრაელს ხალხს! ამგვარი დამოკიდებულება აქვთ მეომრების მიმართ და მათი სახელმწიფო სულ 70 წლისაა და ყველა ომს მოიგებენ. ისინიც მტრულ გარემოცვაში არიან, მაგრამ ერთ მუშტად შეკრულები სახელმწიფოს მეთაურისგან, გენერლებისგან დაწყებული ჯარისკაცებით დამთავრებული. ისინი ხალხის წიაღიდან საზრდოობენ და ხალხისთვის ცხოვრობენ. ჩვენი პარლამენტარები კი მხოლოდ საზღვარგარეთის პარლამენტარების გულის მოგებას ცდილობენ და ოღონდ თვითონ კარგად იყვნენ ყველაფერს კადრულობენ სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებისთვის.

მაინც როგორ შეიძლებოდა ამ ბიჭების დახმარების გაწევა?

როგორც მოქალაქე, მინდა მადლობელი ვიყო ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. უფალმა გვაშოროს ჟამიანობა. მაგრამ ჩვენი დუხჭირი ცხოვრება და უიმედოდ დარჩენილი ადამიანების გამო, მინდა შევახსენო ბატონ პრემიერს გიორგი გვახარიას, რომ ის ვეტერანი რომელიც უმუშევარია და არანაირი საარსებო წყარო არ გააჩნია სოციალური სააგენტოდან იღებს მხოლოდ კომუნალური გადასახადის სუბსიდიას 22 ლარის ოდენობით. თუ მოქალაქე მუშაობს მას ეს დახმარება არ ეძლევა და სულ ადვილად შეიძლებოდა სოციალურ ბაზაში არსებულ უმუშევარ ვეტერანებზე დახმარების ჩარიცხვა, რომ ბიჭებს ბავშვებისთვის პური მაინც ეყიდათ. ყველა დოკუმენტი მიტანილი აქვთ და მათი ანგარიშის ნომრებიც ჯანდაცვის სისტემაში აღრიცხულია. ე. წ. ცნობას თვითდასაქმებულობაზე ისინი ვერ მოიტანენ და მათი ცნობა არის თავიანთი თავდადება მამულისადმი და ვეტერანის ბარათი.
პრობლემა ისაა რომ ჩვენ ვეტერანებს არ გვყავს მთავრობაში საკითხის დამსმელი რომ იტყვიან „ლობი“. რას გვიკეთებს პარლამენტში ვინმე სესიაშვილი არ შეეძლო ხმა ამოეღო და კომიტეტს დაესვა საკითხი? მაგრამ სულ არ აინტერესებთ სხვისი პრობლემები. ან დეპუტატშა ქალბატონები თამარა კორძაია და მარიამ ჯაში დიდი ხვეწნა მუდარით რომ გვეხვეწებოდნენ ხმის მიცემას, ათას დაპირებებს იძლეოდნენ. მათ მხოლოდ აინტერესებთ გაურკვეველი ორიენტაციის და ტრანსგენდერი პირების უფლებების დაცვა და არა პატრიოტი ბიჭები.
საერთოდ გამოტოვეს დასახმარებელთა სიიდან ომის მე-2 ჯუფის ინვალიდები. ნუთუ არ შეიძლებოდა პრემიერისთვის ამ წინადადების მიწოდება? მარიამ ჯაში რომ გვპირდებოდა „გვერდში დაგვიდგებითო“, სად წავიდა მისი დაპირებები? არ არის საკმარისი გმირთა მოედანზე მარტო გვირგვინის მიტანა.

მე მიკვირს ჩვენი მთავარსარდლის ქალბატონი პრეზიდენტის დამოკიდებულება ჩვენი ვეტერანების მიმართ. სანამ პრეზიდენტი გახდებოდა ვეტერანებთან შეხვედრას შეხვედრაზე მართვდა. დუჯერეს ბიჭებმა და დაუდგნენ გვერდში. მერე ამ მძიმე სოციალური სიდუხჭირის დროს ერთი სიტყვა არ შეგვაშველა ვეტერანის დაახმარებლად. როდესაც მან გააკეთა განცხადრება, რომ „სამაჩაბლო და აფხაზეთი განგრენააო“ მე უკვე მაშინ დავუსვი დიაგნოზი და მისთვის ხმა არც კი მიმიცია და არც შევმცდარვარ! მაგრამ ბევრი ახლობელი მისი საქმიანობით მოტყუებული დარჩა. ჯერ ჯერობით მისგან არც ერთი ნაბიჯი არ გვახსოვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის. მავთულხლართებით გადასერეს ჩემი მამული სამაჩაბლო. მისმა ევროპაში სიარულმა შედეგი საერთოდ ვერ გამოიღო და აზერბაიჯანთან დემარკაციის მოთხოვნებმა დაგვაკარგინა დავით-გარეჯის ნაწილი. იქ სხვათა შორის 6000 ბერის სისხლი ჯერ კიდევ ატყვია მიწას.
სახელმწიფო გადამტრიალებლების და ხაზინის ქურდების ოქრუაშვილის და უგულავას გაშვებას, მოეკითხა ჩვენი ვეტერანი მსჯავრდებულები და არამძიმე დანაშაულზე გაეშვა 26 მაისს სახლში. მაგრამ მათ საზღვარგარეთ არ ყავთ ლობისტი სენატორები, რომლებსაც თავის დროზე ნაცმოძრაობამ დიდი თანხები გადაურიცხა.

ერთადერთი ადამიანი ვინც ჩვენს გაჭირვებულ ვეტერან ინვალიდებს და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გაუკეთა დახმარება სურსათის ამანათის სახით იყო ისევ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თბილისის რამდენმე გამგებელი. და ის მძიმე ყუთები სწორედ იმ ბიჭებმა ათრიეს ზურგით, რომლებიც გმირთა მოედანზე ვშიმშილობდით. ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურში მუშაობენ: მალხაზ თოფურია, ილიას რიზაევი, ამური რევიშვილი, კობა დიასამიძე, ზაზა ჩადუნელი, დავით ლომსაძე, გოჩა შალამბერიძე და თვით გენერალი ვალადიმერ იმნაძეც. მაგრამ ეს მხოლოდ მცირედია ვეტერანთა გაჭირვებული ფენისთვის, ძალიან მცირედი.

ბატონო თამაზ თქვენ დაიწყეთ და ხელმძღვანელობდით გმირთა მოედანზე შიმშილობის აქციას, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ზეობის წლებში სწორედ ახალ წელს მოაწყვეთ იმ ყინვაში..

მშობელი დედა მიკვდებოდა და წამალი ვერ ვუყიდე, საავადმყოფოში ვერ დავაწვინე და ისე გავმწარდი რომ წავედი და საშიმშილოდ გადავდე თავი გმირთა მოედანზე. 2011 წელს ახლი წელი თენდებოდა და ლუკმა არ გვქონდა არავის სახლში. ბევრს შუქი გვენატრებოდა. ბავშვები შეშინებულები გვიყურებდნენ უჭმელები გვყავდა.

ამ დროს ნაციონალები ძვირადღირებული ღრეობებში თვითკმყოფიელებაში იყვნენ, ბათუმში გრიალებდნენ და მილიონებს იხდიდნენ მომღერლებში. შემომიერთდნენ ჩემი მეგობრები და ვშიმშილობდით პროტესტს ვაცხადებდით. ეს ამბავი გაიგო მთელმა ქვეყანამ, საზღვარგარეთის ელჩებმა და საზოგადოებამ. მიხელი სააკაშვილის ბრძანებით მოგვარდნენ და ზონდერებმა დაგვარბიეს. ბიჭებს მიუსაჯეს ჯარიმები, როდესაც სიგარეტის ფულიც კი არ გვქონდა. შვიდი ნოემბრის და 26 მაისის სადისტურ და დამამცირებელ გადავლა-გადმოვლებს ნუღარ გამახსენებთ. მათი გვარები აღრიცხულია და მე რომ მკითხოთ დემოკრატიისათვის ბრძოლაში გაწეული ღვაწლისთვის მათ ორდენები და მადლობა ეკუთვნით.
ჩვენ დემოკრატიული და თავისუფალი საქართველოსთვის ვიბრძოდით და ვიბრძვით. მაგრამ საუბედუროდ ნაცმოძრაობა არ დასჯილა ისე, როგორც შეეფერებოდათ. მაგათ აქციებზე ხალხი არ მიდის და ნეტავი დეპუტატები როგორ გახდნენ საერთოდ? ხმები ხომ არ დაუწერეს შემთხვევით.

ისევ დარჩნენ სამსახურებში მათი ემისრები. რას ელოლიავებიან ვერ გამიგია.? საზღვარგარეთის მათ ლიბერალისტ დამქაშებს უნდათ სათანადოდ პასუხის გაცემა და მათ დაკრულზე არ უნდა იცეკვონ, თორემ რამდენიმე თვეში აგერ მოდის არჩევნები და რა ხმებს მიიღებენ დაინახავენ.
გამოვიდნენ თუ არა ციხიდან უგულავა და ღარიბაშვილი მასხარად იგდებდნენ თავიანთ გამომშვებებს. ძუძუები უხსენეს და ჩაინიკები ეძახეს ორთქლი გამოუშვითო. ეს სასაცილო არ არის ნამდვილად. ჩვენმა „დიდმა მხედართმთავარმა“ ოქროს ბიჭმა კიდევ ბრძანა: „დიახაც ვაიძულებდიო ხელისუფლებასო ძალა გამოეყენებინაო“. ესე იგი გადატრიალებას აწყობდნენ ნამდვილად. მათ გამოიყენეს ჩვენი ახალგაზრდობის მე ვიტყოდი გამოუცდელობა და გულწრფელი აღშფოთება გავრილოვის ჩამოყვანის გამო. ეს რა სპექტაკლი იყო და რა მოხდა საერთოდ ჩემთვის გაუგებარი რჩება.

კოჰაბიტაციამ საქართველო უკან დაწია. სასაცილოა, როდესაც პარლამენტში სხედან ეს ნაციონალი ნამუსგარეცხილები და ვითომდა ხალხის საკეთილდღეოდ ითხოვენ დახმარებების გაწევას. ეს არის სრული მარაზმი. იქ არ იყვნენ გიგა ბოკერია, გიგი წერეთელი, კაკი ზოიძე და სხვები, როდესაც ვეტერანების კანონი გააუქმეს? თურმე ხალხზე ზრუნავენ! ისრალეში სახლმწიფოს სათავში ირჩევენ სწორედ პატროტებს და ჩვენთან გაურკვეველი ფსიქოლოგიის ადამიანები მოყავთ ხელისუფლებაში პარტიული სიებით.
კომუნისტური რეჟიმი როგორც დაიგმო და კანონით აიკრძალა, ისე უნდა დაიგმოს ნაციონალური მოძრაობა და მის „უძვირფასეს “ წამომაგდენლებს საერთოდ აეკრძალოთ პოლიტიკაში ყოფნა. რაში აძლევენ ამ ქართველი ხალხის მტერ და გამანადგურებელ პარტიებს მილიონობით დაფინანსებას? რომ საზღვარგარეთის დავალებები შეასრულონ და მე ვიტყოდი ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის ფრიად სავალალო დავალებები.
ზოგირეთი ვეტერანებიც უნდა შეეშვან საეჭვო გარიგებებში შესვლას არჩევნების წინ და მერე ნუ უკვირთ მოტყუებულები რომ რჩებიან პირშიჩალაგამოვლებულები.

ამბობენ, რომ ვანო მერაბიშვილი იკრებავს თავის გარშემო გენერალ ვეტერანებს?

თუ კაცი ვანო მერაბიშვილის დამქაში გახდება მისი პირადი საქმეა. მაგრამ ვეტერანები თუ მათ გვერდში დუდგებიან ძალიან გამიკვირდება. უბრალო ჯრისკაცი, რომელსაც თავს უტეხავდნენ და აწამებდნენ ნაციონალები მათ გვერდში არ დაუდგებათ არავითარ შემთხვევაში, რადგან ჯარისკაცი ვერ იქნება თავისი პატრიტიზმიდან გამომდინარე დესტრუქციულ ძალასთან შეკრული. ეს შეუძლებელია. ნაციონალები არ არიან ქართული სულის მატარებელი პირები. რაღაც საეჭვო სულისკვეთების მატარებლები არიან. ფაქტები სახეზეა: სწორედ მათ მოკლეს ომის ვეტერანი გია კრიალაშვილი, აწამეს ოთანაძე, ამირიძე, გორგიაშვილი. კიდე კარგი ცოცხლები მინც გადარჩნენ. და კიდევ რამდენია ციხეებში მორგებში მკვდრებზე მიბმული ვაჟკაცები სისხლში რომ ცურავდნენ და ერთი ყლუპი წყალი რომ ენატრებოდათ. აბა ყინწვისში ტყუილად დაჭერილები გაიხსენეთ, შვილების გუპატიურებით რომ ემუქრებოდნენ? აბა ბიზნესების და სახლ-კარის წართმევები? ბოკერიას ბრძანებით ციხეში დახვრეტილი პატიმრები? და ამათ ვინც მისცემს კიდევ ხმას ის არ იქნება ქართველი ხალხის მტერი?
ტელეეთერიდან ვიგებთ იმან ამდენი მილიონი მოიპარა, ამან ამდენი მილიონი… რამდენი ვეტერანის დახმარება შეიძლებოდა ამ ფულით. რამდენიმე ჩვენმა მეგობარმა რომ ვერც გაუძლო ამ უსამართლო ცხოვრებას, ბავშვები ობლად დატოვა იმდენად გაუჭირდა და თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.

მახსოვს ერთ ჩემს თანამებრძოლს ფეხები ძალიან სტკიოდა და ფეხშველა გადიოდა პოზიციაზე დასისხლიანებული ფეხებით. თქვენ შეძლებთ ასეთ თავდადებას და სიყვარულს?
იდეა, რომელიც ამ მშიერ ბიჭებს ომის გზებზე აძლებინებდა, ჯერ კიდევ ცოცხალია.
მას დემოკრატიული, ძლიერი და ქრისტიანული სიყვარულით სავსე საქართველი ქვია. სხვა იდეა ჩვენთვის სრულიად მიუღებელია და მიუღებელი იქნება სანამ სული გვიდგას.
ერთხელ დავბადეთ, ერთხელ მოვკვდებით კაცურად და პირნათლები მივალთ უფალთან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

„უჩალიჩებთ პრემიერს?“ – ლალი მოროშკინა

პარ მაი 29 , 2020
1 372 Viewsლალი მოროშკინა ფეისბუქში წერს: „აი დავაკვირდი! – გამოვა გახარია, დაგვაწყნარებს, იმედს ჩაგვისახავს, ადამიანურ სახეს დაგვიბრუნებს და ზუსტად 15 წუთში გამოვა რომელიმე ვირუსოლოგი და რადიკალურად საპირისპიროს დააბრეხვებს! –  რას ქვია კონდიციონერი არ ჩართოთო? ანუ 40 გრადუსში გულები და სისხლძარღვები დავიხეთქოთ? ტურისტს რა ვუთხრათ? მოხარშულხართ და ტყავიც გაგიძვრიათ თქო? ეს რა მავნებოლობაა? უჩალიჩებთ პრემიერს? მემგონი მალე ფარდა იმაზე დიდ საძაგლობას და ავანტიურას […]

შესაძლოა მოგეწონოთ

mediapress.ge@gmail.com