„დროზე გამოყავით ნაჭუჭებიდან პირბადიანი ცხვირები“ – ნათია ფანჯიკიძე

1,868 წაკითხვა

ნათია ფანჯიკიძემ ფეისბუქში დაწერა:

„ლოკოკინას რომ ნიჟარა შემოაცალო, ან კუს ბაკანი, ხომ გაუფუჭდებათ ხასიათი ჩემმა მზემ, ხოდა ეგრე არ დაგემართოთ ბეჯით მოკარანტინეებს, აგორაფობია (ღია სივრცის, გარეთ გასვლის შიში), დროზე გამოყავით ნაჭუჭებიდან პირბადიანი ცხვირები და მოყნოსეთ რა ხდება გარესამყაროში.

და ვისაც უკვე დაგმართიათ, შემიძლია შემოგთავაზოთ, მოგიყვანონ ახლობლებმა კამარამდე და კამარადან დავიძრათ სახალხო თერაპიულ სეირნობაში სოლოლაკი-მცხეთა, ლოზუნგით „შენ არ ხარ ლოკოკინა“ და წინ გაგიძღვებით ჩიტებიანი დროშით.“

Next Post

ახლა მე მომისმინეთ – ნოდარ მელაძე (ვიდეო)

შაბ მაი 30 , 2020
1,868 წაკითხვამთავარი არხი-დან წამოსვვლის შემდეგ ნოდარ მელაძემ tv პირველზე ახალი პროექტი დაიწყო, რომლის შესავალ ნაწილშიც ის მონოლოგით წარდგა მაყურებლის წინაშე.