„მე ხომ ყველა ვიცი, ვინ, როდის, სად, რას აკეთებდა“ – ინგა გრიგოლია

2,220 წაკითხვა

ტელეკომპანია „პირველი“-ს გენერალური დირექტორი ინგა გრიგოლია ეხმიანება იმ ადამიანებს, არხზე ვინც ნოდარ მელაძის გამოჩენას აკრიტიკებს და უარყოფითად აფასებს:

„მაკრიტიკებლებმა გვაკრიტიკონ, ჩასაფრებულებმა წერონ, რაც უნდათ, ჩვენ ჩვენს საქმეს გავაგრძელებთ, ხშირად ის ადამიანები ამბობენ ბევრ ჩვენგანზე აუგს,მორალთან საერთო რომ არაფერი აქვთ.

სახელებს და გვარებს არ ჩამოვთვლი, ყველამ იცის. განა იმიტომ არ ვპასუხობ ხოლმე მლანძღველებს და მორალისტებს, სათქმელი რომ არ მაქვს, იმიტომ არ ვპასუხობ, რომ ძალიან სასაცილოები არიან და მეზარება მათთვის დროის ხარჯვა.

მე ხომ ყველა ვიცი, ვინ, როდის, სად, რას აკეთებდა. დღეს რომ ხელისუფლებას ასხამენ ხოტბას, ადრე სხვა ხელისუფლებას აქებდნენ თავგანწირვით, ჰოდა ილაპარაკონ და გვიკეთონ რეკლამა, ჩვენ კი ვიზრდებით, გვიხარია ყველა პროფესიონალის შემომატება ჩვენ არხზე, წარმატებები ნოდარს და მის გუნდს ტვ „პირველზე“.  ამ მონოლოგზე გული ამიჩუყდა“– წერს ინგა გრიგოლია ფეისბუქში.

Next Post

„ნაცნო“ და „არანაცნო“… – დავით ჩიხელიძე

კვი მაი 31 , 2020
2,220 წაკითხვა„ადრეც დავწერე, იმ წერილს დავარქვი სულხან-საბასეული – „მწუხარება სხვის სიკეთეზედა“. მაშინდელი წერილის შთაგონების წყარო, ჯარისა და თავდაცვის მინისტრის მიმართ უსაფუძვლო, უზნეო, უსამართლო, ტყუილებითა და ბოღმით შეზავებული საყოველთაო შტურმი გახდა. ფაქტობრივად ადგილი ჰქონდა ორგანიზებულ შეთქმულებას თავდაცვის უწყებისა და ჯარის წინააღმდეგ. ამაოდ, მაგრამ მაინც ვიფიქრე, იქნებ ვინმესთვის ნამუსის ძალიან პატარა ძარღვი შემეტოკებინა, რათა მინიმუმ, უსამართლო და ქვეყნის წინსვლით, სიკეთით ურვამოგვრილი ადამიანებისთვის […]