„ნაცნო“ და „არანაცნო“… – დავით ჩიხელიძე

2,041 წაკითხვა

„ადრეც დავწერე, იმ წერილს დავარქვი სულხან-საბასეული – „მწუხარება სხვის სიკეთეზედა“.

მაშინდელი წერილის შთაგონების წყარო, ჯარისა და თავდაცვის მინისტრის მიმართ უსაფუძვლო, უზნეო, უსამართლო, ტყუილებითა და ბოღმით შეზავებული საყოველთაო შტურმი გახდა.

ფაქტობრივად ადგილი ჰქონდა ორგანიზებულ შეთქმულებას თავდაცვის უწყებისა და ჯარის წინააღმდეგ. ამაოდ, მაგრამ მაინც ვიფიქრე, იქნებ ვინმესთვის ნამუსის ძალიან პატარა ძარღვი შემეტოკებინა, რათა მინიმუმ, უსამართლო და ქვეყნის წინსვლით, სიკეთით ურვამოგვრილი ადამიანებისთვის შემეხსენებინა, რომ არაობიექტური, სიცრუით შეზავებული პასკვილები და საქართველოს წინსვლით გამოწვეული შფოთვა გვერდზე გადაედოთ, რადგან საქართველო მათ სამშობლოდაც ითვლება.

ითვლება მეთქი იმიტომ, რომ თავად არ თვლიან ასე, რადგან მათი სამშობლოა მაოხრებელი გზირი, გაუკრაინებული ბელადი, დანარჩენი ჭირსაც წაუღია ყველაფერი. „ნაც.მოძრაობას“ ვგულისხმობ და მათ „შნირებს“, პარტიები რომ დაირქვეს და ქართველი ხალხის მოურჩენელ ტკივილად გადაიქცნენ, იმედია არამარადიულად.

ბუნებრივია არ შეისმენდნენ – „არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა“ და არც შეისმინეს. სულ გაცოფდნენ როცა ჯარის ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა. ეს არის 87%. და მოხსნეს ბოღმის გულ-მკერდს სახურავი, აკივლდნენ, ასისინდნენ, ხან ჩაქაფული ხელმესამედ მიაყვედრეს ჩვენს და საკუთარ შვილებს (თუმცა მათი შვილები შეიძლება არც არიან ჯარში), ლუკმა აუწონეს, „პეჩენიები“ მიუთვალეს, ფორმა შეიშურეს, ღაწვები დაიგლიჯეს და დაისილაქეს – „რატომ არს სიკეთე ქვეყანასა ზედაო“.

დიახ „ნაცნო“ და „არანაცნო“, დღევანდელი თავდაცვის მინისტრის ირაკლი  ღარიბაშვილის, ღირსეული გენერლების, ოფიცრების, ჯარისკაცების ერთობლივი, სადღეღამისო, გონივრული და რეფორმებზე ორიენტირებული ქმედებებია თქვენი ბოროტი შთაგონების წყარო. მაგრამ ჩემს წერილს მაინც ასე დავამთავრებ – თქვენდა სამწუხაროდ, ჯარის რეიტინგი იქნება მაღალი, იქნება რეფორმები, იქნება გამარჯვება, იქნება ერთიანი საქართველო, ხოლო თქვენი „მწუხარება სიკეთესა ზედა“ თქვენთან ერთად გაქრება, როგორც ბოროტი მოგონება ქართველი ხალხისა.

გარდა ხალხის მიერ საუკუნოვანი გენეტიკური სიყვარულისა ჯარის მიმართ, მაღალი რეიტინგი ასევე განპირობებულია იმით, რომ მსოფლიო პანდემიის დროს, პოლიციასთან, სამედიცინო პერსონალთან ერთად ჯარისკაცები ღირსეულად, მტკიცედ იდგნენ საკუთარი მოსახლეობისა და ქვეყნის სადარაჯოზე განსაცდელის ჟამს. ხალხი ბრძენია ყველაფერს ხედავს, ხალხი ბრძენია“.

დავით ჩიხელიძე

Next Post

„შარში გაეხვევით“ – გუბაზ სანიკიძის მიმართვა თენგიზ ცერცვაძეს

ორშ ივნ 1 , 2020
2,041 წაკითხვაპარტია „გამარჯვებული საქართველო“-ს წევრი გუბაზ სანიკიძე ინფექციური საავადმყოფოს დირექტორ თენგიზ ცერცვაძეს მიმართავს, ნუ გააკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს, რადგან ამით ის საკუთარ სახელს და ავტორიტეტს უქმნის საფრთხეს. ამის შესახებ სანიკიძემ „მთავარი არხი“-ს ეთერში სტუმრობისას განაცხადა. „სახელს გაუფრთხილდით, არ არის პოლიტიკა თქვენი საქმე, იფიქრეთ ძალიან დანაღმულ ველზე შემოდიხართ. ისე ნუ იზამთ, იმ ველზე შემოხვიდეთ, სადაც არაფერი გაგეგებათ და აუცილებლად შარში გაეხვევით. თუ […]