დარჩება თუ არა “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში

2,142 წაკითხვა

დარჩება თუ არა “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მესამე ვადით? ამ კითხვაზე პასუხი Gorbi-ის კვლევაშია. დიახ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, პოლიტიკურ პარტიას მესამე ვადით ანდობს ხელისუფლებას ამომრჩეველი, 55% მზად არის კვლავ მმართველ პარტიას მისცეს ხმა, რაც სრულიად საკმარისია მყარი საპარლამენტო უმრავლესობის და შესაბამისად მთავრობის ჩამოსაყალიბებლად.”– ამის შესახებ „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე ფეისბუქში წერს:

“კრიზისულ ვითარებაში, (როცა ერთად იდგა ქართველი ხალხი, ქართველი ექიმები და “ქართული ოცნება”) ხელისუფლების ქმედებებს სწორად აფასებს და დადებითად არის განწყობილი 63%, ასეთი მაღალი ნდობა უპრეცენდენტოა და მმართველ ძალას პოლიტიკურ ველზე უპირობო ლიდერად აყალიბებს.

ოპოზიცია და მისი ლიდერი “ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც უკვე მინისტრების პორტფელებს ინაწილება მხოლოდ 12% ნდობით სარგებლობს, არც ეს შედეგია გასაკვირი იმ ფონზე თუ როგორ იქცეოდა ოპოზიცია კრიზისულ სიტუაციაში, ებრძოდა ექიმებს, მართლმადიდებლურ ეკლესიას, საკუთარ ხალხს, ავრცელებდა ყალბ ინფორმაციებს და თესავდა პანიკას.

ყველაზე მნიშვნელოვანი ამ კვლევაში კი ის გახლავთ რომ პოლიტიკურად ძალიან გაიზარდა ამომრჩეველი, კარგად არჩევს თეთრსა და შავს, ზუსტად იცის ვის უნდა ანდოს საკუთარი სამშობლო. 2020 წლის 31 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნებია, თუმცა დღეს უკვე ვიცით გამარჯვებულის და დამარცხებულის ვინაობა.”- წერს ლადო ბოჟაძე.

Next Post

თენგიზ ცერცვაძის პასუხი გუბაზ სანიკიძეს

ორშ ივნ 1 , 2020
2,142 წაკითხვა