სოფელ გამარჯვების საკრებულოს დეპუტატმა ორი პირი ცივი იარაღით დაჭრა

1,130 წაკითხვა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ გამარჯვების საკრებულოს დეპუტატმა გია ჭინჭარაულმა, თავისივე მოგვარე ძმებს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. შემთხვევა სოფელ გამარჯვებაში გვიან ღამით მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, სოფლის ცენტრში სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა. მათივე თქმით, დაჭრაში სავარაუდო ბრალდებული თავს იცავდა და 40 წლამდე მამაკაცების მოგერიება ცივი იარაღით შეძლო.

რაა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.

დაშავებულები ადგილობრივ სავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდათ. თუმცა, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, გვიან ღამით ორივე თბილისის სპეციალურ კლინიკაში მოათავსეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

იპნ

Next Post

რუსთავში მამაკაცმა რამდენიმე მაღაზია გაქურდა

ორშ ივნ 8 , 2020
1,130 წაკითხვარუსთავში მამაკაცმა რამდენიმე მაღაზია გაქურდა. „ინფო რუსთავი“-ს ინფორმაციით 30 წლამდე მამაკაცმა მაღაზიებიდან: 2 ნაბიჯი, სპარი, ფენიქსი და სხვა სურსათის მაღაზიებიდან ძვირადღირებული სასმელები მოიპარა. ქურდობის ერთიდაიგივე ხელწერითა და კამერებში დაფიქსირებული კადრების მიხედვით მალევე მოხდა პირის იდენტიფიცირება. არსებული ინფორმაციით მამაკაცი რუსთავის პოლიციამ მალევე დააკავა. საერთო ჯამში მამაკაცს დაახლოებით 1000 ლარამდე ძვირადღირებული სასმელი ჰქონდა მოპარული.