გიორგი ლაღიძე – „ოპოზიციამ ამბიციები გვერდზე უნდა გადადოს“

1,568 წაკითხვა

„როდესაც, ადამიანების რაღაც ჯგუფი ერთი იდეის გარშემო ერთიანდება და მიზანი ხელისუფლების სახლში გაშვებას გულისხმობს, ამ დროს პირადი ამბიციები გვერდზე უნდა იქნეს გადადებული“ – ეს განცხადება პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ლაღიძემ ტელეკომპანია „თრიალეთის“ ეთერში ჩართვისას გააკეთა. გიორგი ლაღიძის განცხადებით, წარმატებისთვის მიღწევა მხოლოდ ასე არის შესაძლებელი:

„მიზნის მისაღწევად საჭიროა არა პერსონებს მოვარგოთ წინასაარჩევნო პროცესი, არამედ გავერთიანდეთ და ერთიანი ძალებით ვიბრძოლოთ, სამწუხარო ტენდენციაა, რომ პროცესების დაწყებამდე უკვე ლაპარაკია თანამდებობებზე რამაც დაპირისპირება უკვე გამოიწვია, ეს ძალიან ცუდ ასოციაციას უტოვებს ჩვენს ამომრჩევლებს. თუ ოპოზიციურ სპექტრს გვინდა რომ არჩევნებში მივაღწიოთ წარმატებას, ამისათვის საჭიროა გვერდზე გადავდოთ პირადი ამბიციები და არჩევნებზე წარვსდგეთ ერთიანი ფრონტით“ – განაცხადა გიორგი ლაღიძემ.

 

Next Post

„მაშინ პირველად დამარცხდნენ ეს ბნელი ძალები“ - თინა ხიდაშელის მიმართვა გოგი გვახარიას

სამ ივნ 9 , 2020
1,568 წაკითხვაგოგი გვახარია, შენ რომ მიყვარხარ და შენი ყველა სიტყვა მნიშვნელოვანია ჩემთვის ამიტომ გადავწყვიტე ამ გზავნილის დაწერა.”- წერს ფეისბუქში თინა ხიდაშელი გოგი გვახარიას 2013 წლის 17 მაისის მოვლენებსა და ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით, რა დროსაც დავით უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე იყო, ხოლო თინა ხიდაშელი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი. „დიახ იმ სამარცხვინო 17 მაისს დათო პარლამენტის თავმჯდომარე იყო, მეც პარლამენტში ვიყავი. კითხვის მიზანს საერთოდ ვერ […]

შესაძლოა მოგეწონოთ