
გოგი გვახარია, შენ რომ მიყვარხარ და შენი ყველა სიტყვა მნიშვნელოვანია ჩემთვის ამიტომ გადავწყვიტე ამ გზავნილის დაწერა.”- წერს ფეისბუქში თინა ხიდაშელი გოგი გვახარიას 2013 წლის 17 მაისის მოვლენებსა და ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით, რა დროსაც დავით უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე იყო, ხოლო თინა ხიდაშელი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.
„დიახ იმ სამარცხვინო 17 მაისს დათო პარლამენტის თავმჯდომარე იყო, მეც პარლამენტში ვიყავი. კითხვის მიზანს საერთოდ ვერ მივხვდი, მაპატიე ჩემი იგნორი
რა თქმა უნდა მაშინაც, ისევე როგორც მანამდე, ხელისუფლების მიერ იყო წახალისებული.
ვწუხვარ თუ დათოსგან გაიგე ეს, ვიცი რომ ასე არ არის. ხოდა მერე სრულიად ჩვეულებრივ მისიად დავისახეთ მიუხედავად სასწაული და გაუგონარი წყევლა-კრულვა-ლანძღვა-ძალადობისა ანტი-დისკრიმინაციული კანონი კანონად ქცეულიყო.
კანონი არის საკმარისი პასუხი? – არა რა თქმა უნდა/ მაგრამ მის გარეშე საერთოდ არაფერი გამოვა.
მაშინ პირველად დამარცხდნენ ეს ბნელი ძალები, საჯაროდ, ღიად, დიდი ბრძოლის მიუხედავად და სრულიად ექსკლუზიური იყო დათოს დამსახურება.
იმედია ესეც იცი. არც მადლობას ითხოვს ვინმე და არც ტაშს ამისთვის მაგრამ კითხვაზე პასუხისთვის არის ეს ამბავი მნიშვნელოვანი. მიყვარხარ”– წერს თინა ხიდაშელი.