„ხაზარაძის ნაჩუქარი ცხენი ამინი პატრიარქმა ღარიბაშვილს აჩუქა”

1,677 წაკითხვა

ყოფილი მღვდელი, თეოლოგი ბასილ კობახიძე მამუკა ხაზარაძეს აკრიტიკებს. კობახიძის კრიტიკა ლელოს ლიდერის მიერ საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის დადებთად შეფასებას მოჰყვა.

„მამაუკა ხაზარაძე ეკლესიას ეპადხალიმება ტვ პირველზე. ძველი გვარდიაა ეგ. ხაზარაძემ მარტო თეთრი რაში, სახელად “ამინ” კი არ მიჰგვარა პატრიარქს, ფოტოზეა ეგ ამინ, არამედ მთელ რიგ მეუფეებს აფინანსებდა, ბინებს ყიდულობდა მათთვის. ახლა ფიქრობს, ეკლესია დიდი ძალაა, ეგებ ბიძინას უგანოს და მე დამიჭიროს მხარიო, სხვა პარტიებსაც სარმას დავუდებ და ხელისუფლებაშიც გავძვრებიო. მამუკას ორი რამე ავიწყდება: ლელოს შერკინებით დებენ და არა გაიძვერობით; ამინი პატრიარქმა მერე ღარიბაშვილს აჩუქა”, – წერს კობახიძე.

ილია მეორემ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც მაშინ პრემიერის პოსტს იკავებდა, თეთრი ცხენი 2014 წლის 5 აგვისტოს აჩუქა. ღარიბაშვილი პატრიარქის მშობლიურ სოფელ სნოში იმყოფებოდა.

ცხენი პატრიარქმა მამუკა ხაზარაძისგან 2007 წელს თავადაც საჩუქრად მიიღო – მაშინ ხაზარაძემ და მისმა პარტნიორმა, ბადრი ჯაფარიძემ ილია მეორეს აღსაყდრების 30 წლისთავი მიულოცეს. ცხენის ფასი 2500 აშშ დოლარიდან 25 000 აშშ დოლრამდე მერყეობდა.

ტაბულა

Next Post

მსოფლიოში კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება უარესდება-ჯანმო

სამ ივნ 9 , 2020
1,677 წაკითხვაჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, მსოფლიოში კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება უარესდება. ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, ერთ კვირაზე მეტია გლობალურად, ყოველდღიურად ვირუსის 100 ათასზე მეტი შემთხვევა ვლინდება. ვითარებაზე დაკვირვების შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მკაცრი შეზღუდვების შემოღებამ ევროპაში 3 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იხსნა. იმ შემთხვევაში კი, თუ ბიზნესები არ დაიხურებოდა და მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ არ მოუწოდებდნენ, მსხვერპლი გაცილებით მეტი იქნებოდა. მკაცრი შეზღუდვების შემსუბუქების პირველი ეტაპი ამოქმედდა ნიუ-იორკში. სამუშაო […]