„რახან გაურკვევლობა იქმნება, ვიტყვი…“ – კონსტანტინე გამსახურდია ცოტნეს მეუღლეზე

1,318 წაკითხვა

კონსტანტინე გამსახურდია, სოციალურ ქსელში მისი ძმის, ცოტნე გამსახურდიას მეუღლეზე, ანა ჯაბაურზე შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

„რახან ცოტნე გამსახურდიაზე ისევ გაურკვევლობა იქმნება, ვიტყოდი, რომ ზოგიერთი ჟურნალი, სააგენტო თუ პერსონა აშკარად კირკიტებს და კირკიმელაობს, ამა წლის იანვრის სრულიად არეულ და გაურკვეველ სიტუაციებს იყენებს, რომ დაიჭიროს შავი კატა აბსოლუტურად ბნელ ოთახში მაშინ, როდესაც ის იქ არ არის. ამიტომაც ახდენენ ჩემი გამონათქვამების გადასხვაფერებებს, სათავისო ინტერპრეტაციებს, ინსინუაციებს, გლეჯენ კონტექსტებს და ა.შ. – თითქოს მე განმეცხადებინოს, რომ ანა ჯაბაური ვინ არის ან რა უნდა ცოტნესთან.

ამ შეკითხვაზე, თუკი ვინმეს გაუჩნდება, ახლავე გიპასუხებთ: ანა ჯაბაური ცოტნეს არჩევანია. მე მას ცოტნესგან ვიცნობ და ამიტომაც უაზრობაა საკითხის ასე დაყენება. შესაბამისად მე ცოტნეს არჩევანს პატივს ვცემ. ვინც არ ცემთ პატივს, ეგ თქვენი პირადი საქმეა.“ – წერს კონსტანტინე გამსახურდია.

Next Post

„გუშინ ეთერში ერთმა ნაცმა თქვა... აი, ახლა კი ყურადღებით მისმინეთ!“ - ირაკლი ლატარია

ოთხ ივნ 10 , 2020
1,318 წაკითხვაანალიტიკოსი ირაკლი ლატარია, სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს: „გუშინ ვუსმენდი ერთ ნაცს, რომელმაც დებატში ასეთი რამ თქვა: ჩემი მეზობელი გარდაიცვალა შიმშილითო. ახლა კი ყურადღებით მომისმინეთ: ყველა იმ ქართველის დედა მოვტყან, ვისაც მეზობელი, ახლობელი და ა.შ მოუკვდება შიმშილით. ხელისუფლება კი არა ომიანობა, უშუქობა და მართლა კატასტროფა გაგვივლია, მაგრამ მეზობლები ერთად ვცხოვრობდით და არავინ მომკვდარა შიმშილით. ასეთი საუბრებით მთავრობას კი არა, […]