„გადაშენდით ჩემი ფრენდებიდან“ – ინგა გრიგოლია

2,122 წაკითხვა

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ ბოლო დღეებია ხელისუფლება და მისი პროპაგანდის მანქანა მხოლოდ „ტვ პირველითაა“ დაკავებული.

„ბიჭო ბიჭო, რა სახელისუფლებო შტურმი წამოვიდა „ტვ პირველზე“ აქედან, იქიდან,იქიდან, აქედან არ გინდათ, თქვენს პარტიულ ტელევიზიებს რომ მიხედოთ, სადაც ცხოვრება მშვენიერია? სადაც დიდი ნაწილი ის ხალხი მუშაობს, წინა ხელისუფლების დროს რომ მათთანაც ბედნიერად თანაცხოვრობდნენ და დითირამბებს უძღვნიდნენ? რასაც ვაკვირდები, ბოლო დღეებია, ხელისუფლება და მისი პროპაგანდის მანქანა, მხოლოდ „ტვ პირველითანაა“ დაკავებული. შეცდომები მოგვსვლია და ალბათ კიდევ მოგვივა, მაგრამ ის შტურმი, რასაც ჩვენი ტელევიზიის წინააღმდეგ ვხედავ, მარწმუნებს, რომ დიდი ომი გველის წინ, რომელსაც, ზუსტად ვიცი, არ წავაგებთ. მთელი სასიცოცხლო ენერგია მაქვს ჩადებული „ტვ პირველში“ და ისეთ განწყობაზე დამაყენეთ ამ შტურმით, კიდევ უფრო მეტს ჩავდებ. ხო, მაგ პროპაგანდას რომ თქვენი ხელით აკეთებენ, ის ადამიანები, როგორც ჩვენი მერი იტყოდა, გადაშენდით ჩემი ფრენდებიდან,თავებს ნუ მომათაგინებთ“, – წერს გრიგოლია.

Next Post

„გაეთრიონ გარეთ და დაუკოცნონ ფეხსაცმელები ფერადკანიანებს“ - ქეთი დოლიძე 13 კონგრესმენს პასუხობს

ხუთ ივნ 11 , 2020
2,122 წაკითხვაპარტია “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში რეჟისორი ქეთი დოლიძის კომენტარს აქვეყნებს. დოლიძე აღნიშნული კომენტარით კონგრესმენების უმწვავეს წერილს ეხმაურება და მათ ურჩევს, რომ “თავიანთ აბურდულ ქვეყანას მიხედონ” “მაგ კონგრესმენებმა, თავიანთ აბურდულ ქვეყანას მიხედონ, გაეთრიონ გარეთ და დაუკოცნონ ფეხსაცმელები ფერადკანიანებს…არ შეჭამეს ტვინი?” – დაწერა რეჟისორმა. გიგი უგულავა კომენტარს ასე გამოეხმაურა: “მგონი ის დროა ელჩი გამოვიწვიოთ კონსულტაციებზე”- წერს უგულავა […]