“ცოლი მიმალავდა, რომ ფეხმძიმედ იყო” – ქვემო ბოდბეში მიტოვებული ახალშობილი იპოვეს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში მიტოვებული ახალშობილი იპოვეს. ადგილობრივებმა ჩვილი სოფლის მიმდებარედ, ბენზინგასამართ სადგურზე ნახეს და პოლიციას აცნობეს. ამ ეტაპზე ახალშობილი ბიჭი ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ახალშობილის მამა აცხადებს, რომ მან მეუღლის ორსულობის შესახებ არაფერი იცოდა, ცოლი „გაზრდილ მუცელს კი ავთვისებიან სიმსივნეს აბრალებდა“.

მისივე თქმით, მეუღლემ მარტო იმშობიარა და ახალშობილი მას არ უნახავს.

„მე არ ვიცოდი, რომ ფეხმძიმედ იყო – ვიცოდი, რომ მუცელი ჰქონდა გაბერილი და ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა. მე მიმალავდა და არ მეუბნებოდა, რომ ფეხმძიმედ იყო. მე ბავშვი თვალით არ მინახავს, თვითონ იმშობიარა, დაახლოებით ერთი საათი საპირფარეშოში იყო, მაგრამ მე რას წარმოვიდგენდი, რომ იმშობიარებდა. 7 წელია ერთად ვცხოვრობთ, მაგრამ რა ვიცი, სხვა ბავში არ გვყავს ამის გარდა. რატომ გადაწყვიტა ამის გაკეთება არ ვიცი, ალბათ, არ უნდოდა შვილი, მე მინდოდა. მეუბნებოდა სიმსივნე მაქვსო, სახსრები მტკივაო, ფეხები მისივდება და საერთოდ აზრზე არ ვიყავი თუ ფეხმძიმედ იყო. რომ ვკითხე იმშობიარე თუ არაო, თავიდან მითხრა, რომ არ მიმშობიარიაო, დაგვიმალა და მერე აღიარა, რომ იმშობიარა, რატომ გააკეთა არ უთქვამს“, – აცხადებს ბავშვის მამა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ადამიანის სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *