გუბაზ სანიკიძე ბოდიშს იხდის

2,019 წაკითხვა

გუბაზ სანიკიძე ამერიკის ელჩსა და საელჩოს ბოდიშს უხდის მისი განცხადების გამო, როდესაც თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბრებს ამერიკის საელჩო უსმენს.

სანიკიძის თქმით, სათქმელი არასწორად ჩამოაყალიბა:

„გუშინ ტვ „პირველზე“ ვიყავი და არასწორად ჩამოვაყალიბე ჩემი მოსაზრება ამერიკის საელჩოსთან დაკავშირებით. არასწორი მოსაზრება გამოვთქვი, არასწორად ჩამოვაყალიბე აზრი. ამიტომ ბოდიში მინდა მოვუხადო ამერიკის საელჩოს, ქალბატონ ელჩს და მინდა და დავადასტურო ჩემი უღრმესი პატვისცემა შეერთებული შტატების მიმართ, საქართველოში საელჩოს უკიდურესად პოზიტიური როლის მიმართ, რომელიც უკვე 30 წელია იცავს ქართულ სახელმწიფოებრიობას. თუ სურვილი ექნებათ მზად ვარ შევხვდე საელჩოს წარმომადგენლებს და ჩემი ახსნა განმარტება გავაკეთო.“–განმარტა გუბაზ სანიკიძემ.

Next Post

„არ მინდა ჩემი გიჟური გადაწყვეტილებებით ვავნო ჩემს მეგობრებს“ - კვიციანი “პატრიოტთა ალიანსს” ტოვებს

პარ ივნ 12 , 2020
2,019 წაკითხვაემზარ კვიციანი პატრიოტთა ალიანსს ტოვებს, ამის შესახებ მან ფეისბუქში დაწერა: „ეს არ ნიშნავს, რომ მე რაიმეზე განაწყენებული მივდივარ, უბრალოდ არ მინდა ჩემი გიჟური გადაწყვეტილებებით ვავნო ჩემს მეგობრებს პატრიოტთა ალიანსის წევრებს! 4 თვე დამრჩა პარლამენტარობა და მაქსიმალურად მინდა დავიხარჯო! არ მინდა ჩემი სარისკო ქმედებით ზიანი მივაყენო ჩემთვის ძვირფას ადამიანებს! მივდივარ პარტიიდან და მივდივარ ფრაქციიდანაც! მინდა ჩემს მეგობრებს ვუსურვო წარმატება, პოლიტიკურ […]

შესაძლოა მოგეწონოთ