„არ მინდა ჩემი გიჟური გადაწყვეტილებებით ვავნო ჩემს მეგობრებს“ – კვიციანი “პატრიოტთა ალიანსს” ტოვებს

1,473 წაკითხვა

ემზარ კვიციანი პატრიოტთა ალიანსს ტოვებს, ამის შესახებ მან ფეისბუქში დაწერა:

„ეს არ ნიშნავს, რომ მე რაიმეზე განაწყენებული მივდივარ, უბრალოდ არ მინდა ჩემი გიჟური გადაწყვეტილებებით ვავნო ჩემს მეგობრებს პატრიოტთა ალიანსის წევრებს! 4 თვე დამრჩა პარლამენტარობა და მაქსიმალურად მინდა დავიხარჯო! არ მინდა ჩემი სარისკო ქმედებით ზიანი მივაყენო ჩემთვის ძვირფას ადამიანებს! მივდივარ პარტიიდან და მივდივარ ფრაქციიდანაც! მინდა ჩემს მეგობრებს ვუსურვო წარმატება, პოლიტიკურ და პირად ცხოვრებაში!

უფალი გწყალობდეთ და გფარვიდეთ! ძალიან ვწუხვარ ,მაგრამ მე უნდა გავამძაფრო ბრძოლა ჩვენი ქვეყნის და ქართველობის შესანარჩუნებლად! ქართველთა გადასარჩენად თავგანწირვის გზაზე მინდა დავადგე, ვინც გამომყვება ღმერთმა დაგლოცოთ, ვინც არა თქვენც დალოცვილი მეყოლეთ!აღმოჩნდა, რომ მე სხვა გზა მაქვს, უფრო უტვინო, მაგრამ ჩემი! უფალმა მიმყოფოს ყველა პატრიოტი პატრიოტულად! დიდება ღმერთს!“ – წერს ემზარ კვიციანი.

 

 

Next Post

„დღეს ყურადღება მოვაკელი ჩემს ნაცტროლებს - მაძუნგალები…“ - ხათუნა ხოფერია

პარ ივნ 12 , 2020
1,473 წაკითხვაყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოებს და წერს: „დღეს ყურადღება მოვაკელი ჩემს ნაცტროლებს და ნაცბოტებს. ალუბლის მურაბას ვაკეთებდი. მალინასაც გავაკეთებ და ჩამოვურიგებ. ამბობენ, ავადმყოფებს შველისო! მაძუნგალები…“  

შესაძლოა მოგეწონოთ