„ოცნებაში” მაჟორიტარებზე დაპირისპირებაა – ვინ მოხვდება „სამხარაძის სიაში”

1,376 წაკითხვა

,,პირველი რადიოს” ინფორმაციით, მმართველ პარტიაში აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს თუ ვინ იქნება წარდგენილი პარტიის სახელით მაჟორიტარულ ოლqებში. არსებული ინფორმაციით, კანდიდატების შერჩევაში აქტიურად არის ჩართული პარტიის რეგიონალური მდივანი და პოლიტსაბჭოს წევრი დიმიტრი სამხარაძე, რომელიც უშუალოდ გადის მაჟორიტარების კანდიდატს პარტიის თავმჯდომარესთან.

,,პირველი რადიოს” წყაროს ცნობით, პარტია დმანისის მოქმედი მაჟორიტარის ე.წ. „მეამბოხე დეპუტატის“ კახა ოქრიაშვილის მაჟორიტარად წარდგენას აღარ აპირებს. სავარაუდოდ, ოქრიაშვილი დმანისის ოლქის სხვა ოლქებთან შეერთების შემდეგ ახალ საარჩევნო ოლqში დამოუკიდებელ კანდიდატატ იყრის კენჭს.

არსებული ინფორმაციით, „სამხარაძის სიაში“ ვერ მოხვდა  მარნეულის მოქმედი მაჟორიტარი თამაზ ნავერიანი, რომელიც მარნეულში გავრცელებული ხმების მიხედვით, პრემიერ-მინისტრის მრჩეველ სოზარ სუბართან და მარნეულისა და ხუჯაბის ეპისკოპოს გიორგისთან ერთად ერთ დაჯგუფებას წარმოადგენდნენ. ახლა ნავერიანი ცდილობს საპატრიარქოს და მეუფეს მეშვეობით, მისი ხელმეორედ მაჟორიტარად წარდგენა დაალობიროს.
ჩვენ წყაროს ცნობით, მმართველ პარტიაში დიდი უთანხმოებაა ონი-ამბროლაური-ცაგერისა და ლეტეხის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდებთან დაკავშირებით.

ოთხი რაიონის მოქმედი დეპუტატი გოჩა ენუქიძეა, რომელიც 2012 წლის შემდეგ ნაციონალებიდან “ოცნებაში” გადაპორტირდა და მას ახლა ბიზნეს და მეგობრული ურთიერთობა აქვს თბილისის მერთან და პარტიის გენერალურ მდივანთან კახი კალაძესთან.

არაოფიციალური ინფორმაციით, სწორედ კალაძის და ენუქიძის ხელშეწყობით გაათავისუფლეს  თანამდებობიდან ონის მუნიციპალიტეტის არჩეული მერი ემზარ საბანაძე, რომელიც შს მინისტრის პირველი მოადგილის, კახაბერ საბანაძის მამაა.

ინფორმაციის თანახმად, კალაძე ენუქიძეს ისევ ლობირებს მაჟორიტარად, თუმცა ამ დროისთვის ენუქიძე „სამხარაძის სიაში“ ვერ მოხვდა და პრემიერ-მინისტრ გახარიას, სამხარაძის მეშვეობით, რეგიონში მაჟორიტარად მისი ყოფილი მოადგილე კახაბერ საბანაძის წარდგენა სურს, რასაც პარტიას კალაძის დაჯგუფება ეწინააღმდეგება.

Next Post

„მდინარაძე დავიჭირე და გავუშვი, ღარიბაშვილი სამსახურში არ მივიღე… ასე იწრთობოდა ფოლადი”

პარ ივნ 12 , 2020
1,376 წაკითხვათავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა მამუკა მდინარაძეს სოციალურ ქსელში უპასუხა: „ახია ჩემზე – ღარიბაშვილი ოპერად არ მივიღე ქალაქის სამმართველოში და ჯერ პრემიერ-მინისტრი გახდა, მერე თავდაცვის მინისტრი. ანუ, რომ არა მე, ესეთ კარიერას ვერ გაიკეთებდა. ოპერად დარჩებოდა. კიდევ ახია – მდინარაძე დავიჭირე, გამომძიებელი იყო ვაკეში… კაბინეტში მოვიყვანე და ვუთხარი ორ კვირაში გაგიშვებ, რადგან არ გეკუთვნოდა დაჭერა-მეთქი (მსუბუქად მიქარა და ისე გაება). ესენი, […]