2,020 წაკითხვა
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა მამუკა მდინარაძეს სოციალურ ქსელში უპასუხა:
„ახია ჩემზე – ღარიბაშვილი ოპერად არ მივიღე ქალაქის სამმართველოში და ჯერ პრემიერ-მინისტრი გახდა, მერე თავდაცვის მინისტრი.
ანუ, რომ არა მე, ესეთ კარიერას ვერ გაიკეთებდა. ოპერად დარჩებოდა.
კიდევ ახია – მდინარაძე დავიჭირე, გამომძიებელი იყო ვაკეში… კაბინეტში მოვიყვანე და ვუთხარი ორ კვირაში გაგიშვებ, რადგან არ გეკუთვნოდა დაჭერა-მეთქი (მსუბუქად მიქარა და ისე გაება).
ესენი, ერთი რომ დამენიშნა და მეორე რომ არ დამეჭირა, ასეთ სიმაღლეებს ვერ მიაღწევდნენ…
ასე იწრთობოდა ფოლადი“… – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.