საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ მოუწოდებს:
„მინდა ჩემი პოზიცია გამოვთქვა მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით, სადაც ქართველი ხალხის გამარჯვებას ამ ყაჩაღების ბანდაზე და მთავარ ყაჩაღზე ალტერნატივა უბრალოდ არ გააჩნია. გამოწვევა არის ძალიან დიდი და რა თქმა უნდა, ივანიშვილი თავისით არაფერს არ დათმობს. ამიტომ, მივესალმები ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც კოორდინაციას უწევს ოპოზიციის ჯგუფების მოქმედებას. ვინაიდან, ასეთი რეჟიმების წინააღმდეგ ძალების გაერთიანების გარეშე ძნელია მოქმედება. მივესალმები იმ ნაბიჯებს, რომელიც გადაიდგა მაჟორიტარობის კუთხით კოორდინაციის… მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ ახლა არის სიტუაცია, როდესაც ყველამ უნდა გადავდოთ ამბიციები გვერდზე და გავაერთიანოთ მთლიანად ყველა ოპოზიციური ჯგუფი ერთიან სიაში – ეს არის ერთიანობის ყველაზე ზუსტი და სწორი ფორმა! ასეთია საქართველოს წინა გამოცდილებაც და ასეთია მსოფლიოს გამოცდილებაც.
გავერთიანდეთ! გავაკეთოთ ერთიანი დიდი სია“ – ამბობს სააკაშვილი.
იპნ