2,461 წაკითხვა
ქუთაისი-ზესტაფონის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ცნობილი ექიმი გუბაზ კორძაია ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ მოხდა, ახალგაზრდა ექიმი, მსუბუქი ავტომობილით მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან ხევში გადავარდა. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
არსებული ინფორმაციით, ექიმმა გუშინ ქუთაისში ოპერაცია ჩაატარა და თბილისში ბრუნდებოდა.
ექიმი ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგად მუშაობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც მსხვერპლი გამოიწვია.
რუსთავი 2