კობა ხაბაზის რეცეპტი ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად – „ეს ივანიშვილის რეჟიმის აღსასრული იქნება!“

2,791 წაკითხვა

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, კობა ხაბაზი, სოციალურ ქსელში, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება:

„ეს ივანიშვილის რეჟიმის აღსასრული იქნება!
შევეცდები მოკლედ ჩამოვთვალო ის ნაბიჯები, რომლებმაც ჩემი აზრით უნდა უზრუნველჰყოს ივანიშვილის რეჟიმის დასრულება.

1. ოპოზიციამ არჩევნები არჩევნებამდე უნდა მოიგოს.

2. არჩევნების დღე უნდა იყოს მოგების გაფორმების დღე, არჩევნების შედეგების გამოცხადების დროს ხელისუფლებამ ვერ უნდა გაბედოს გაყალბებული შედეგების გამოცხადება.

3. არჩევნების შედეგების გამოცხადებისას მოსახლეობა უნდა დარწმუნდეს, რომ სახელისუფლებო პარტია დამარცხდა, რაც მაჟორიტარების მეორე ტურში უპირობო გამარჯვების ტოლფასი იქნება.

მცირე განმარტებები:
1. არჩევნებამდე არჩევნების მოგებისთვის აუცილებელია უპრეცედენტო აქტიურობა. შეხვედრები, აქციები, ღონისძიებები უნდა ემსახურებოდეს ერთ მიზანს- მოსახლეობა უნდა დარწმუნდეს, რომ ეს არის ბრძოლა საქართველოს მომავლისთვის და არა ხელისუფლებისთვის.
ერთიანობის ფორმულით ოპოზიცია უნდა მივიდეს საქართველოში მცხოვრებ ყველა ადამიანთან.

2. გაყალბებული შედეგების გამოცხადებას ხელისუფლება ვერ გაბედავს ერთადერთ შემთხვევაში, მან უნდა იცოდეს რომ ეს ნაბიჯი როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი მასშტაბით, გაცილებით მძიმე იქნება მისთვის, ვიდრე დამარცხების აღიარება, ამისთვის კი აუცილებელია მძლავრი საარჩევნო მონიტორინგი და სრული მზაობა არჩევნების მეორე დღისთვის არჩევნების შედეგების დასაცავად!

3. მიხეილ სააკაშვილის შემოთავაზებული ერთიანი სიის იდეა არის გარანტი, რომ ოპოზიცია არჩევნების პროპორციულ ნაწილში დადებს უკეთეს შედეგს, ვიდრე ივანიშვილის რუსული ოცნება, ეს კი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მეორე ტურში ოპოზიციის მაჟორიტარი კანდიდატების გამარჯვების წინაპირობაა.

P.S. უმნიშვნელოვანესია მიხეილ საკაშვილის Mikheil Saakashvili მიმართვის ბოლო ფრაზა:
“მზად ვარ განვიხილო ყველანაირი წინადადებები ამ მიმართულებით და იმედია დისკუსია გაიხსნება და რაღაც შედეგებამდე აუცილებლად მივალთ”.
დიახ, დისკუსიის დაწყება აუცილებელია და შედეგიც იქნება, მაგრამ თუ რომელიმე ოპოზიციური პროდასავლური ძალა უარს იტყვის მოლაპარაკებაში მონაწილეობაზე, ჩემთვის იქნება პირდაპირი დასტური, რომ ამ პოლიტიკურ ძალას პუტინის ემისარ ივანიშვილის დამარცხება კი არ სურს, არამედ მისი მიზანი პარლამენტში მხოლოდ რამდენიმე დეპუტატის გაყვანაა.”

Next Post

საქართველოში კორონავირუსით მე -14 პაციენტი გარდაიცვალა

შაბ ივნ 13 , 2020
2,791 წაკითხვასაქართველოში კორონავირუსით მე -14 პაციენტი გარდაიცვალა. კორონავირუსით გარდაცვლილი 68 წლის მამაკაცია. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განუცხადა. რატიანის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა იყო მძიმე და იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. მისი ინფორმაციით, პაციენტი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანილი იყო სეფსისის ცენტრიდან. „პაციენტი იყო 68 წლის, დადასტურებული ჰქონდა “კოვიდ 19”. გამოხატული ჰქონდა სუნთქვის უკმარისობა. იცით, რომ ყველა […]

შესაძლოა მოგეწონოთ