„ოქრუაშვილი რუსულ სპეცრაზმთან ერთად თავდასხმას აპირებდა ქართულ საგუშაგოებზე და სააკაშვილი..“

2,037 წაკითხვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი მიხეილ სააკაშვილისა და ირაკლი ოქრუაშვილის წარსულში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობს. მისი განცხადებით, მათ პოლიტიკური ძირი უკვე დიდი ხანია გამძვრალი აქვთ. 

„ბატონ ირაკლი ოქრუაშვილს უთქვამს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი სამსახურში არ მივიღეო. ინტელექტი დაგიწუნათ. საკუთარ თავს არ მივცემ იმის უფლებას, რომ ვინმეს ინტელექტი შევაფასო.

ოქრუაშვილის ინტელექტი შეაფასა მიხეილ სააკაშვილმა თავის დროზე, როდესაც მინისტრად დანიშნა. ეს ის ირაკლი ოქრუაშვილია, რომელიც შემდგომ იძახდა, რომ სააკაშვილი პოლიტიკური მკვლელობის შემკვეთია. რომ დაიჭირეს ოქრუაშვილი და გააპარეს მერე სააკაშვილმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე და ბრალდება იყო ასეთი, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ცხინვალიდან რუს სპეცრაზმთან ერთად შემოსვლას და ქართულ საგუშაგოებზე თავდასხმას აპირებდა. 

საინტერესო ის არის, დღეს ამ ვითარებაში ოქრუაშვილი გვეუბნება, რომ გადავამლაშეო. სააკაშვილი კი გვეუბნება, რომ არ მგონია ჩვენ შორის ისეთი რამე იყოს, რაც არ უნდა დავივიწყოთო. ოქრუაშვილი რუსულ სპეცრაზმთან ერთად თავდასხმას აპირებდა ქართულ საგუშაგოებზე და სააკაშვილი დაივიწყებს რა პრობლემაა?

ბატონი ირაკლი გული არ გეტკინოთ, ასეთ ხალხს გაუხარდეს, რომ ყველაზე მაღალი ხარისხის სამხედრო ფეხსაცმელს ძირი გაძვრეს. იმიტომ, რომ ამათ პოლიტიკური ძირი უკვე დიდი ხანია გამძვრალი აქვთ“, – განაცხდა ირაკლი სესიაშვილმა. 

Next Post

„დაუნახავ ხალხზე ვფიქრობდი და ბარემ ხმამაღლა ვიფიქრე..“ - მანჩო გიორგობიანი

კვი ივნ 14 , 2020
2,037 წაკითხვასამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს: „იცით , რა მაინტერესებს, ვთქვათ , არ გინდათ მადლობის თქმა და არ გაძალებთ, ბატონო… მაგრამ ბიძინას რომ კულტურული მემვიდრეობის ამდენი ძეგლი არ აღედგინა, რეკონსტრუირება–რესტავრაცია არ გაეკეთებინა და ამ ყველაფერში კოლოსალური თანხები არ გაეღო, მაშინ , ვერ ხვდებით, რომ ეს ყველაფერი ბიუჯეტიდან – ჩვენი ჯიბიდან დასაფინანსებელი იქნებოდა? (გავწვდებოდით ვერ გავწვდებოდით ეს კიდევ სხვა […]