თბილისში 3 კორპუსი აფეთქებას გადაურჩა

1,856 წაკითხვა

თბილისში, სამ უბანში სამი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა. გლდანის მე-8 მკრ-ში, ვაზისუბნის მე-3 მკრ-სა და ვაზისუბნის დასახლება 8-ში მომხდარი ინციდენტები იდენტურია. როგორ ც“ინტერპრესნიუსს“ „თბილისი ენერჯიდან“ აცნობეს, სამივე შემთხვევაში ბინაში მცხოვრებლებმა უყურადღებოდ, ჩართულ მდგომარეობაში დატოვეს გაზის ონკანები , საიდანაც ბუნებრივი აირი ჟონავდა და ოთახში გროვდებოდა.

მათივე ცნობით, ინციდენტის ადგილებზე მისულმა, „თბილისი-ენერჯის“ სწრაფი რეაგირების სამსახურის -114 -ის თანამშრომლებმა , ლაზერული აპარატით შეამოწმეს სადარბაზოები და ლიფტის შახტები. „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა უსაფრთხოების მიზნით გადაჭრეს გაზი და გაანიავეს საცხოვრებელი ფართი.

„სამივე კორპუსში, სადაც გუშინ რამდენიმე მობინადრემ გაზის მოხმარების წესები დაარღვია, ათეულობით ოჯახი ცხოვრობს, რომელთა უსაფრთხოება და სიცოცხლე სერიოზული რისკის ქვეშ დადგა. „თბილისი ენერჯი“ გაფრთხილებთ – დაიცვათ ბუნებრივი გაზის უსაფრთხო მოხმარების წესები, გაუფრთხილდით თქვენი ოჯახის წევრების და მეზობლების სიცოცხლეს. საქართველოს კანონმდებლობით ყველა მობინადრე თავად არის პასუხისმგებელი მის ფართში გაზის მოხმარების უსაფრთხოების წესების დარღვევაზე. გაუფრთხილდით საკუთარ სიცოცხლეს , გაუფრთხილდით მეზობლების სიცოცხლეს, ნუ დატოვებთ გაზის ონკანებს ჩართულ მდგომარეობაში, უყურადღებოდ.

„თბილისი ენერჯი გისურვებთ“ ჯანმრთელობას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Next Post

„ამას რა რიხი მისცემია ხმაში ბოლო დღეებში“ - ინგა გრიგოლია შალვა რამიშვილზე

კვი ივნ 14 , 2020
1,856 წაკითხვაჟურნალისტი, ინგა გრიგოლია, სოციალურ ქსელში, წერს: „მოგელანდებითო… ამას რა რიხი მისცემია ხმაში ბოლო დღეებში. შენი დაბულინგებულის დედა ვატირე, შალიკო !!! ტვ ,,პირველი“ ძაან გაქვს გაჩხერილი“ შეგახსენებთ, შალვა რამიშვილმა „ტვ პირველს“ მიმართა, რომ არ მოასვენებს და მაინც ამოშანთავს.