20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებული შსს-ს თანამშრომლის მიმართ აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, 18 ივლისს იმსჯელებს

20-21 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ აქციის დაშლისას სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებულ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, 18 ივლისს იმსჯელებს.

დაკავებულ სამართალდამცავს ბრალი ოფიციალურად დღეს წაუყენეს. შსს-ს თანამშრომელი გუშინ დააკავეს, გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2019 წლის 21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, საზოგადოებრივი წესრიგის აღსადგენად მიმართული ღონისძიებების განხორციელებისას, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა, იარაღის გამოყენებით, გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, კერძოდ, დაარღვია სპეციალური საშუალების გამოყენების კანონით განსაზღვრული წესი და ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენა აქციის ორ მონაწილეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დაკავებულია იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა

ხუთ ივლ 18 , 2019
წაკითხვა: 66 საქმეზე თბილისისსტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2“-ის  საქალაქო, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლეების მხრიდან, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ნაწილში დარღვევა არ ყოფილა. შესაბამისი გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა. „სასამართლო ერთხმად აცხადებს, რომ მეორედან მეოთხემდე მოსარჩელეების სარჩელი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 § 1 მუხლის ფარგლებში, რომელიც მოსამართლეების თ.უ, ნ.გ, მ.თ და უზენაესი […]