„ახალი საღეჭი რეზინი: ვისთან შევა კოალიციაში ქართული ოცნება?“ – ამირან სალუქვაძე

90 Views

ახალი საღეჭი რეზინი: ვისთან შევა კოალიციაში ქართული ოცნება?
საოცარი უნარი აქვთ თემა ააგდონ და მთელი ქვეყანა ამ თემაზე ალაპარაკონ.

ძალიან მოკლედ:

1. ორი მიზანია, ა) ხალხი მიაჩვიონ, რომ ქ/ო კოალიციის გარეშე მთავრობას ვერ ჩამოაყალიბებს და ბ) ისევ მიაწებონ პრორუსულობა, რომ პატრიოტებთან შექმნიან კოალიციას;

2. თუ ქ/ო-ს პრორუსულად თვლით, რა მნიშვნელობა აქვს ვის შეეკვრებიან? თუ წინასწარ უქმნით ფონს, რომ თუ სხვა გზა არ ექნებათ, პრორუსულობის დაბრალების შიშით ვერ შეეკვრან? მარტივად იკითხება.

3. ამ ვერსიის აჟიტირებით აღიარებთ, რომ პატრიოტთა ალიანსი იმდენ ხმას აიღებს, რომ მათი როლი გადამწყვეტი იქნება? ხან თვლით რეიტინგულად, ხან არა.

4. სულ ახლახანს, ჩემს გარდა ყველას გიხაროდათ მოლდოვაში პროდასავლური მაია სანდუს და პრორუსული, მეტიც, პროპუტინური იგორ დოდონის გაერთიანება. იქ შეიძლება, აქ არა?

5. მთავარი, – რა დროს კოალიციებზე ლაპარაკია, წინ 15 თვეა?! ამ პერიოდში ვინ საითკენ დაგორდება ან აგორდება, არავინ უწყის. ჰოდა, როცა დიდი დაგა-დაგას შემდეგ პარტიები პარლამენტში შევლენ, შესაძლოა პრორუსულ-პროდასავლურობით კი არ გაერთიანდნენ, არამედ სულ სხვა პრინციპით, – ვინ იქნება ქ/ო-სთან ან ენმ-თან, ან ვინ არ იქნება მათთან. ანუ როგორც 2018-ში, ვინც არ იქნება ენმ-თან, ყველა იქნება მეორე მხარეს.

6. ვინ ვის შეეკვრება არჩევნებამდე ერთი კვირით ადრეც კი უაზრობა იქნება. 2020-ში ყველა შეეცდება ყველას ჩაძირვას, რათა მაქსიმუმი აიღონ. შედეგები როცა გამოცხადდება, მერე დავთვალოთ წიწილები. აგერ ზელენსკის უწინასწარმეტყველებდნენ მომღერალთან შეკვრას, იქეთ იულია იყო მზად, პორტფელებს არ ვითხოვ, ისე ვარ მზადო, ჰოდა არავინ დასჭირდა. ამ 15 თვეში იმდენი რამ მოხდება…

P.S. წეღან, ზოგიერთი პოლიტიკოსი, რასაც საუბრობდით მარნეულთან დაკავშირებით, წმინდა წყლის პროვოკაცია იყო. ფრთხილად! გეყოთ! ძალაუფლებისათვის ლტოლვა ნუ გიბნელებთ თვალებს! გამგები გაიგებს!

ამირან სალუქვაძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

„იმედის“ ეთერში აგვისტოს ომზე გასულ ფილმს არხის ჟურნალისტები აპროტესტებენ

ხუთ აგვ 15 , 2019
90 Viewsტელეკომპანია “იმედი”-ს ჟურნალისტების ნაწილი სოციალურ ქსელში ეხმიანებიან ფილმს, რომელიც აგვისტოს ომთან დაკავშირებით მომზადდა.  ისინი წერენ, რომ არ იზიარებენ ფილმის ერთ-ერთ მთავარ ხაზს, რომელიც რუსეთის ჯარის საქართველოში იძულებით შემოჭრის შესახებ გამოთქმულ ვერსიას ეხება. „არ ვიზიარებ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მომზადებული მასალის ერთ-ერთ მთავარ ხაზს. მიუღებელია რუსეთის ჯარის საქართველოში იძულებით შემოჭრის თაობაზე გამოთქმული ვერსია და ამას წლების განმავლობაში ომის თემაზე ჩვენ მიერ […]