„ბოკოვი გაბუნიას მოკვლას რამზან კადიროვის დავალებით აპირებდა” – ნიკა გვარამია

1,566 წაკითხვა

ტელეკომპანია “მთავარის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

როგორც გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება იყო.

“კონტრტერორისტულმა სამსახურმა საქართველოში დააკავა რუსეთის მოქალაქე, ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი, ინგუში, დაბადებული ინგუშეთის რესპუბლიკაში, 1982 წლის 21 დეკემბერს. მისი დაკავების ოფიციალური მიზეზი არ არის ის, რაზეც ახლა უნდა გესაუბროთ. ის სხვა მიზეზით დააკავეს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მაგრამ მთავარი, რაც საქართველოს ხელისუფლებისთვის გახდა ცნობილი უკრაინის სამართალდამცველების მხრიდან, არის ის, რომ იგი გეგმავდა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით”, – განაცხადა გვარამიამ.

 

Next Post

„თან, ამ შპიონაჟს, რუქისა და დრონის გამოყენებით აკეთებს - ასე გასცა მტერს „ტვ პირველმა“ ჩვენი ქვეყნის სასაზღვრო ლოკაციები“

სამ ივნ 16 , 2020
1,566 წაკითხვასოციალური ქსელის მომხმარებელი გია შარაშენიძე, „ტვ პირველის“ ერთ-ერთ სიუჟეტს ფეისბუქზე ეხმაურება: „ვინმეს თუ გაუგია, რომ რომელიმე ქვეყნის ტელევიზია აჩვენებდეს საკუთარი ქვეყნის სასაზღვრო ლოკაციას, რომელიც მთებშია განლაგებული — არა ხო ? ჰოდა, ასე გასცა მტერს ტვპირველმა ნოდარიკომელაძის გადაცემით შაბათ საღამოს, ჩვენი ქვეყნის სასაზღვრო ლოკაციის ადგილი, ჩაფლული ტყესა და მთებში. თან, ამ შპიონაჟს, რუქისა და დრონის გამოყენებით აკეთებს და იმასაც ყვება, […]