„გაგვეცით პასუხი თორემ…“ – ირინა სარიშვილი

1,747 წაკითხვა

ირინა სარიშვილის პოსტი ფეისბუქში:

“არა მგონია მე მარტო ვფიქრობდე ასე რაზეც ეხლა დავწერ.

უმძიმესი პერიოდი გამოვიარეთ – უმძიმესი ყველანაირად და პირველ რიგში ფსიქოლოგიურად.

უამრავი შეკითხვა იყო და რჩება დღემდე პასუხგაუცემელი და ვინც დღემდე ამ შეკითხვებს ვსვამთ, სრულებითაც არ ნიშნავს იმას რომ ვერ ვაცნობიერებთ კორონავირუსის საფრთხეს ან შეთქმულების თეორიას ვიზიარებთ!

ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ.

ამ წუთას სულ სხვა რამეს მინდა შევეხო:

ეს სხვა რამე გახლავთ დასტრესილი ადამიანების ფსიქოლოგიური მდგომარეობა არა მხოლოდ აქ, ამ ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში.

რატომ? აი რატომ:

ჩვენი ბრალი არ არის, რომ კორონავირუსის გარშემო ერთმანეთისგან სრულიად გამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება – ჩვენ მხოლოდ მკითხველები ვართ!

არც ისაა ჩვენი ბრალი, რომ პროფესიონალთა მიერ გავრცელებული ინფორმაციები ხაზს უსვამს ამ ვირუსის განსაკუთრებულ სივერაგეს და ლეტალური შედეგების ალბათობას კონკრეტული ასაკის და კონკრეტული თანმდევი დაავადებების არსებობის შემთხვევაში – ესეც პროფესიონალთა დასკვნებია და არც ეს პროფესიონალები და არც ჩვენ, ვინც ამ დასკვნებს ვკითხულობთ და მერე ფიქრს ვიწყებთ, არც ერთი წუთით არ ვფიქრობთ რომ ასაკოვანი ადამიანის სიკვდილი ნაკლებად ტრაგიკულია და ფეხებზე უნდა დავიკიდოთ!

არა ბატონებო! არც თანმდევი დაავადებები და არც ასაკი არ ამსუბუქებს საყვარელი ადამიანების სიკვდილს და არც იმას აქვს მნიშვნელობა, რომელი დაავადებით უფრო მეტი ადამიანი კვდება! სიკვდილი სიკვდილია ყველა შემთხვევაში, რის გამოც არ უნდა იყოს ეს და არც რაოდენობით იზომება ადამიანთა სიცოცხლე ჭირისუფლისთვის!

მე სხვა რამეს ვკითხულობ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე – ამ ქვეყნის, რომლის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი შიმშილით სიკვდილის საფრთხის წინაშე დგას და არა იმ ქვეყნების, სადაც ეს მხოლოდ ფსიქოლოგიური პრობლემაა და იქაც კი აგრესია გაჩნდა, რადგან ყველაფერს აქვს საზღვარი, მათ შორის მოთმინებასაც!

ჩემი, როგორც საქართველოს მოქალაქის შეკითვაც და მოთხოვნაც მდგომარეობს შემდეგში – პროფესიონალებს მივმართავ: პანიკის და დაბნეულობის გარეშე აგვიხსენით რა გველის უახლოეს პერიოდში და ამასთან აზრთან და ლოგიკასთან ოდნავ მაინც მიახლოებული სტრატეგია შემოგვთავაზეთ და არა ის, რაც კორონას მიერ გადარჩენილ დღევანდელ ხელისუფლებას აწყობს!

მარტო პანიკა და თითის ქნევა ადრინდელი რეაქციის ნაცვლად დღეს მხოლოდ აგრესიას გამოიწვევს, რადგან დანარჩენი სამყაროსგან განსხვავებით საქართველოში ადამიანები თავისუფლებისთვის კი არა, ფიზიკური გადარჩენისთვის იბრძვიან! თან პარალელურად უწყვეტ რეჟიმში უყურებენ საკუთარი გამძღარი მთავრობისგან დამშეული ხალხის ფეხებზე დაკიდებას, ბიუჯეტის ხარჯზე ხეების მზიდავ და ტიკტოკზე მოცანცარე ივანიშვილს, ქონებით დატენილ გახარიას თავისი “ანტიკრიზისული” პროგრამით, კალაძეს, რომელსაც თბილისი საკუთარი ეზო ჰგონია და ტვინ და გულამოცლილ მათ მომხრეებს როგორც მთავრობაში ასევე მის გარეთ – აქაც!!!

ამიტომ!

კეთილი ინებეთ და კარგად აგვიხსენით სად გადის ზღვარი ჯანმრთელობის უსაფრთხოებასა და მთავრობის პოლიტიკურ ინტერესებს შორის!

სად მთავრდება ადამიანის სიცოცხლეზე ზრუნვა და იწყება ამ პრობლემით სპეკულაციით ფულის კეთება!!!

კიდევ ერთხელ ვიმეორებ – არ ვარ შეთქმულების თეორიის მანიით შეპყრობილი და არც ადამიანის სიცოცხლის მნიშვნელობა იზომება ჩემთვის ასაკით, დაავადებით ან რაოდენობით!

გაგვეცით პასუხი თორემ ეს კორონა ვირუსი, თქვენ რომ გგონიათ რომ გამოგადგათ ძალაუფლების შესანარჩუნებლად, სანატრელი გაგიხდებათ!

და მე მარტო არ ვარ ვინც ასე ფიქრობს! ‘ –  წერს ირინა სარიშვილი.

Next Post

„გარიგებები იყო დადებული მაღალჩინოსნებთან“ - ბაზრის მეწილე დუმილს არღვევს

სამ ივნ 16 , 2020
1,747 წაკითხვადამწვარი ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე ბაზრობის მსხვილ და მცირე მეწარმეებს შორის არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობს, ზანდა მსხვილაძე არ გამორიცხავს, რომ გუშინ ე.წ. შერეულ ბაზრობაზე ხანძარი ხელოვნურად გაეჩინათ.მისი თქმით, ბაზრის მსხვილ მეწილეებს პირადი ინტერესები აქვთ და სრული მონიპოლიზაციისთვის იბრძვიან. ზანდა მსხვილაძე ბაზრობის 30%-ის მფლობელ თემურ პირველს პირდაპირ ადანაშაულებს და ამბობს, რომ პირველმა აქციონერთა ნაწილი თავიდან მოიშორა და წილები იძულებით დაათმობინა. მსხვილიძე ამბობს რომ […]