რა კავშირი აქვს ვარკეთილის ბაზრობასთან მამუკა მდინარაძეს?

1,311 წაკითხვა

ვარკეთილის ბაზრობის ტერიტორია შპს ვარკეთილს ეკუთვნის და მას ყადაღა ადევს.
ვარკეთილში, ე.წ. შერეულ ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია. ბაზრობის მოვაჭრეებისთვის უცნობია რამ გამოიწვია ხანძარი. მათი თქმით, წესრიგშია ყველანაირი გაყვანილობა და სადენები, გარდა ამისა ტერიტორიას ჰყავს დაცვაც.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. პოლიცია და მოვაჭრეებს, დახლებთან და მაღაზიებთან მიახლოების საშუალებას არ აძლევს.

ამის პარალელურად გაჩნდა პირველი ეჭვები ხანძრის განგებ გაჩენის შესახებ, ბაზრის ერთ-ერთი მეწილე ზანა მსხვილიძე ამბობს, რომ ბაზრის ირგვლის მეწილეებს შორის სამართლებრივი დავა მიმდინარეობს და სასამართლო პროცესი დღესაც გაიმართა.

მსხვილიძე ახსენებს “ქართული ოცნების” დეპუტატის, მამუკა მდინარაძის საადვოკატო ბიუროსაც, რომელიც მისი თქმით საქმეშია ჩართული.

ბაზრის მეწილე პროკურატურას და ფინანსურ პოლიციას საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

ცნობილია, რომ ტერიტორია შპს ვარკეთილს ეკუთვნის და მას ყადაღა ადევს. უცნობია, არის თუ არა შენობა დაზღვეული. ბაზრობას სულ 8 პირი ფლობს.

არსებული ინფორმაციით, სასამართლო დავა თვის ბოლოს უნდა დასრულდეს.

“ნიუპოსტი” მეტი დეტალის გარკვევას ხვალ შეეცდება.

Next Post

რა შესთავაზა გაბუნიას სახალხო დამცველმა და დაიბარეს თუ არა გამოკითხვაზე?

სამ ივნ 16 , 2020
1,311 წაკითხვაჟურნალისტი გიორგი გაბუნია კომენტარს ფორმულასთან აკეთებს: “სახელმწიფო უწყებებიდან მე რეალურად არავინ არ დამკავშირებია, ერთადერთი ვინც შემიძლია ვთქვა ეს ასე იყო მაშინაც და ახლაც, რომელმაც მაშინაც შემომთავაზა, თუ დაცვა გჭირდებათ დაგინიშნავთო და ახლაც ნინო ლომჯარია პირადად დამიკავშირდა და მითხრა, რომ თუ რამე დაგჭირდა შენს გვერდით ვარო. სხვა მხრივ არანაირი კონტაქტი ჩემთან არავის არ ჰქონია, არც გამომძიებელს, არც გამოკითხვაზე ვარ დაბარებული. ეს პიროვნული […]