ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ეხმიანება ნიკა გვარრამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, იგეგმებოდა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია.
“სააკაშვილს გაბუნია რომ მოეკლა დესტაბილიზაციის მოსაწყობად, გვარამია რას იტყოდა, ვიცოდი, მაგრამ არ ვთქვიო?!
ახლა ხომ ამბობს, – ვიცოდიო?!
დიდმა იურისტმა ის არ იცის, რომ დანაშაულის, განსაკუთრებით, მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ისჯება?!
რად უღირდა გვარამიას გაბუნიას სიცოცხლე, რატომ მალავდა მისი მკვლელობის მომზადების შესახებ ინფორმაციას?! თუ სუსს არ ენდობა, (როგორც აცხადებს), რატომ არ გააფრთხილა გაბუნია, ან/და რატომ არ ატეხა განგაში?!
სააკაშვილი და მისი სექტა ცნობილ ტელეწამყვანს სწირავდა დესტაბილიზაციის მოსაწყობად!
ამ ბინძური და სისხლიანი პროვოკაციის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ აღკვეთის შემდეგ კი, მანიაკები გაშიფვრის შიშით აწრიალდნენ! ყველაფერი მალე გაცხადდება”– წერს ბონდო მძინარაშვილი ფეისბუქში