„ვერ გამომიტყუებთ, რომ ვინმეს დავადო თითი” – ვის აღარ ადებს პრეზიდენტი ხელს?

1,483 წაკითხვა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მას არ აქვს უფლება ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის საქმეზე გამოძიების დასკვნის გარეშე ვინმე დაადანაშაულოს:

“აქ რომ არის ძალიან ბევრი საეჭვო კითხვა, ამაში ყველა ვთანხმდებით. არ მაქვს უფლება, კიდევ ერთხელ, და ვერ გამომიტყუებთ იმაში, რომ ვინმეს დავადო თითი”

თუმცა, სალომე ზურაბიშვილს ავიწყდება, რომ მან უკვე გააკეთა პირველი კომენტარი, სუსის განცხადების შემდეგ, სადაც თქვა, რომ მძიმე დანაშაული ავირიდეთ თავიდან – პრეზიდენტმა დაადასტურა რომ გაბუნიას მკვლელობა ბოკოვის დაჭერით თავიდან ავირიდეთ, ბოკოვი კი რუსეთის მოქალაქეა…

მან ისიც თქვა, რომ გაბუნიას მკვლელობით დესტაბილიზაციის გამოწვევა სურდათ და დესტაბილიზაციის გამოწვევის სურვილი შურით ახსნა – თქვა რომ ზოგს აღიზიანებს საქართველოს წარმატება.

ვის აღარ ადებს პრეზიდენტი ხელს?

ალია

Next Post

თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს

ოთხ ივნ 17 , 2020
1,483 წაკითხვაინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, ექიმი თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს:  პიროვნებების მცირერიცხოვანი ჯგუფი, მათ შორის ზოგიერთი უცხოეთში მომუშავე ქართველი ექიმი, ყოველგვარი სერიოზული არგუმენტების გარეშე აკრიტიკებენ და იწუნებენ ქვეყნის საპასუხო ღონისძიებებს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგოდ. რამდენადაც მე მკურნალი ექიმი გახლავართ, ჩემს პოსტში შევეხები მხოლოდ ამ პოლემიკის კლინიკურ ასპექტებს. ჩვენი ოპონენტები უაპელაციოდ აცხადებენ, რომ ქვეყნის კლინიკური სექტორი სრულიად მოუმზადებელი და გაუმართავი შეხვდა?!  ეპიდემიას და […]