„ბოდიშის მოხდას და მუხლებზე ხოხვას არ ვაპირებ, პუტინზე უფრო მეტის თქმაც შეიძლებოდა“

1,314 წაკითხვა

ჟურნალისტი გიორგი გაბუნია აცხადებს, რომ ბოდიშის მოხდას არ აპირებს, დამოკიდებულება არ შეცვლია და პუტინზე უფრო მეტის თქმაც შეიძლებოდა
გაბუნიას თქმით, ის ვერ შეიცვლება, მაგრამ სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას მისი მოქალაქე.
„მე პოზიციას არ შევიცვლი, ჩემი დამოკიდებულება ისეთივეა, როგორიც იყო, ბოდიშის მოხდაზე და მუხლებზე ხოხვაზე ლაპარაკი ზედმეტია, ვაცხადებ, რომ არ ვაპირებ, არანაირი ბოდიშის მოხდას, რაც ვთქვი პუტინზე უფრო მეტის თქმაც შეიძლებოდა, ჩემში ვერაფერს ვერ შევცვლი, აქ სახელმწიფომდე მიდის საქმე, სახელმწიფომ უნდა დაიცვას თავისი მოქალაქე“ – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

Next Post

„რას აკეთებს ხელისუფლება, რატომ აქვს სირაქლემასავით თავი ქვიშაში ჩარგული” - ირაკლი ოქრუაშვილი

ოთხ ივნ 17 , 2020
1,314 წაკითხვა„გიორგი გაბუნიას მიმართ საფრთხე ბოლომდე განეიტრალებული არ არის, ასეთ დროს საუკეთესო პრევენცია მეტი საჯაროობაა“, – განაცხადა ტვ პირველის ეთერში „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა. „დღეს ერთიანობის განცდა მაქვს და გამოძიებას ვგულშემატკივრობ, მაგრამ რას აკეთებენ საგამოძიებო სტრუქტურები? რას აკეთებს ხელისუფლება, რატომ აქვს სირაქლემასავით თავი ქვიშაში ჩარგული. ასეთი საქმის დროს მინიმუმ სამი კაცი მაინც არის ჩართული. დაკავებულია ერთი კაცი, ისიც უკრაინის […]