„რას აკეთებს ხელისუფლება, რატომ აქვს სირაქლემასავით თავი ქვიშაში ჩარგული” – ირაკლი ოქრუაშვილი

1,543 წაკითხვა

„გიორგი გაბუნიას მიმართ საფრთხე ბოლომდე განეიტრალებული არ არის, ასეთ დროს საუკეთესო პრევენცია მეტი საჯაროობაა“, – განაცხადა ტვ პირველის ეთერში „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა.
„დღეს ერთიანობის განცდა მაქვს და გამოძიებას ვგულშემატკივრობ, მაგრამ რას აკეთებენ საგამოძიებო სტრუქტურები? რას აკეთებს ხელისუფლება, რატომ აქვს სირაქლემასავით თავი ქვიშაში ჩარგული. ასეთი საქმის დროს მინიმუმ სამი კაცი მაინც არის ჩართული. დაკავებულია ერთი კაცი, ისიც უკრაინის მიერ მოწოდებული ინფორმაციით. დანარჩენი ორი შეიძლება თავისუფლად დათარეშობს. ასეთ დროს სიფრთხილე და მეტი საჯაროობა საჭირო“, – აცხადებს ოქრუაშვილი.
საერთაშორისო პარტნიორებისთვის ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობაზეც საუბრობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.
„მოგვიკლეს ოთხოზურია, მოგვიკლეს ტატუნაშვილი – შერჩათ. ჩვენ ამ დროს რას ვაკეთებთ, ქვიშაში გვაქვს თავი ჩარგულ, დღეს აუცილებელია მივმართოთ ჩვენს საერთაშორისო პარტიორებს “, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

Next Post

„კითხვები მაქვს“ -კობა ნარჩემაშვილი ნიკა გვარამიას მიმართავს

ოთხ ივნ 17 , 2020
1,543 წაკითხვაპარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა კობა ნარჩემაშვილმა, გადაცემა „რეაქციაში“ გიორგი გაბუნიას საქმეზე ისაუბრა. მისი თქმით, როგორც სახელმწიფომ, ისე ოპოზიციამ უნდა გამოიჩინონ ადეკვატურობა და ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით უნდა იყვნენ ფრთხილად. „მოდით დავანებოთ თავი, ამ შეკვეთის მიღმა დგას თუ არა რამზან კადიროვი, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. ეს ან დადგინდება, ან არ დადგინდება. დიდი შანსია, რომ არ დადგინდეს. ხშირ შემთხვევაში ის რაც ადვილად რეალიზებადი ხდება […]

შესაძლოა მოგეწონოთ