„თუ რამე დამემართება, არ ნიშნავს, რომ ვისგანაც მუქარა მოდიოდა, მაინცდამაინც იმის ბრალია“ – ჯაღმაიძე​ გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციაზე

1,253 წაკითხვა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ მას არც არგუმენტები და არც კომპეტენცია ჰყოფნის დაასკვნა, რომ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მცდელობის უკან რუსეთი დგას. ამის შესახებ მან „TV პირველის“ ეთერში.

„როდესაც დეტალები უცნობია, როგორ უნდა გავაკეთოთ დასკვნა წინასწარ. თუ რეალურად ამ საფრთხის შემცველი იყო მოვლენა და აღკვეთილია, ძალიან კარგია რომ არ მოხდა უბედურება. სხვა შემთხვევაში იმისათვის რომ შეფასება გაკეთდეს უნდა უტყუარი გამოძიების დასკვნები დაიდოს.

რა ჩემი კომპეტენციაა ასეთი დასკვნების გაკეთება, თუმცა გეტყვით, რომ ჩემ მიმართაც ყოფილა ბევრი მუქარა, დევს ეს ღია სივრცეშიც. მე თუ რამე დამემართება, არ ნიშნავს, რომ ვისგანაც მუქარა მოდიოდა, მაინცდამაინც იმის ბრალია. ყოველ შემთხვევაში, არ მყოფნის დღეს არც არგუმენტები, არც კომპეტენცია მყოფნის იმისთვის, რომ ასეთი დასკვნები გავაკეთო“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

Next Post

„ჩვენი ხელისუფლება ხან აპიპინებს და ძალიან ბედნიერია..“ - გია ხუხაშვილი

ხუთ ივნ 18 , 2020
1,253 წაკითხვაგია ხუხაშვილის პოსტი ფეისბუქში: ჩვენი ხელისუფლება გავს მძღოლს, რომელიც მერსედესის საჭეს მიუჯდა მაგრამ არ ქოქავს იმის შიშით, რომ შეიძლება ავარიაში მოყვეს, ან დააჯარიმონ. ამიტომ, ხან მაგნიტოფონს ჩართავს, ხან პედლებს აჭერს და ახმოვანებს – “ვუმ!…ვუმ!…”, ხან აპიპინებს და ძალიან ბედნიერია, რომ მერსედესი ყავს.