გალერია თბილისი ხანძარს გადაურჩა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით,  “112“-ში შევიდა შეტყობინება „თბილისი გალერის“ შენობაში დაკვამლიანების შესახებ.

„შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე გამოცხადდნენ თბილისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.  მეხანძრე-მაშველების მიერ, დაუყოვნებლივ განხორციელდა შენობის ევაკუაცია და დაკვამლიანების კერის მოძიება.

ამ დროისათვის, ვითარება სრულად კონტროლირებადია, დაკვამლიანების კერა აღმოჩენილია. მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, დაკვამლიანებას ხანძარი არ მოჰყოლია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.“- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სამაგისტრო გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა

პარ აგვ 16 , 2019
წაკითხვა: 75 შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა. სააპელაციო განაცხადები მიიღება 19 აგვისტოს 10:00 საათიდან 23 აგვისტოს 18:00 საათამდე მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე online.naec.ge და www.naec.ge. სააპელაციო განაცხადის შევსებამდე საერთო სამაგისტრო გამოცდის მონაწილემ უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური. გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო: ცენტრის ვებგვერდიდან – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი; „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრებით – საფასურს […]

შესაძლოა მოგეწონოთ