რა წაშალა გახარიამ 21 ივნისზე მეხსიერებაში? – ხო იცით, მეხსიერებაში რაღაცები იშლება

1,707 წაკითხვა

20 ივნისის საქმის გამოძიებისას მეორეხარისხოვანია, ისროდნენთუ არა სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მისამართით -დამიზნებით, მთავარი ისაა, რომ მათ პარლამენტის შტურმი არ დაუშვეს.ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამგანაცხადა.

როგორც გახარიამ თქვა, ის გამოძიების ფარგლებში ორჯერ იმყოფებოდა დაკითხვაზე.

„ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ორჯერ ნამდვილად ვარ ნამყოფი დაკითხვაზე“, –  განაცხადა გიორგი გახარიამ, რომელმაც დამაზუსტებელ კითხვაზე, თუ ვინ გასცა ბრძანება,  უპასუხა – „კარგით“.

გამოძიების ფარგლებში რამდენი სამართალდამცველი იქნება ბრალდებულად ცნობილი, ამ კითხვაზე გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 8 თვეა შინაგან საქმეთა მინისტრი აღარ არის და „ხო იცით, მეხსიერებაში რაღაცები იშლება“. მისი სიტყვებით 20 ივნისთან დაკავშირებით უამრავი კითხვა იარსებებს, მათ შორის, თუ ვინ გასცა ბრძანება, ისროდნენ თუ არა დამიზნებით, თუ არ ისროდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი მისთვის არის მეორეხარისხოვანი

„აი ასე, ჩემთვის არის მეორეხარისხოვანი. რა არის ჩემთვის მთავარი – 20ივნისს 1 წელი გავა, 2 წელი გავა თუ ბევრი წელი გავა ამის შემდგომ, ეს იყო ქმედება, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დასაქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ ქვეყანასა აარიდა დიდიდესტაბილიზაცია და ეს იყო პარლამენტზე შტურმი, რომელიც მთლიანადსამართალდამცავმა სისტემამ არ დაუშვა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, 20-21 წლის საპროტესტო აქციის დარბევიდან ერთი წელი გადის.

2019 წლის 20-21 ივნისს მოქალაქეების პროტესტი რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან სხდომის წაყვანამ გამოიწვია.

20-21 ივნისის ღამეს აქციის დარბევისას დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 30-ზე მეტი ჟურნალისტი. 2-მა ადამიანმა დაკარგა თვალი, 2 ადამიანი აქციის დარბევიდან რამდენიმე დღის განმავლობაში საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

საპროტესტო აქციები 20 ივნისის შემდეგ ყოველდღიურ რეჟიმში სამი თვის განმავლობაში იმართებოდა – აქციების მთავარი მოთხოვნა არჩევნების წესის ცვლილება, დაკავებულების განთავისუფლება და შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა იყო.

მიუხედავად აქციებისა და მოთხოვნისა, გიორგი გახარიას, პარლამენტმა 3 სექტემბერს პორემიერ-მინისტრის პოსტზე ნდობა გამოუცხადა.

Next Post

ოპოზიცია თბილისში მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმდა

ხუთ ივნ 18 , 2020
1,707 წაკითხვაოპოზიციაში თბილისში მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას „ტვ პირველი” ავრცელებს. როგორც ირკვევა ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი მაჟორიტარად კენჭს ნაძალადევში იყრის. შალვა შავგულიძე – მთაწმინდის რაიონში იქნება კანდიდატი. ელენე ხოშტარია – ვაკის რაიონში. ჯერჯერობით კვლავ მიდის მსჯელობა ვინ იქნება კანდიდატი სამგორის ოლქში – ლევან ხაბეიშვილი თუ ზაალ უდუმაშვილი. გლდანში კი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია […]