„2007-ის ნოემბერში გიორგი თარგამაძის მკვლელობა იგეგმებოდა” – შოთა უტიაშვილი

1,111 წაკითხვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა შოთა უტიაშვილმა, გადაცემა „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას სავარაუდო მკვლელობის მცდელობის საქმის მსგავსი პრეცედენტები გაიხსენა, რომელიც საქართველოში რუსეთის სპეცსამსახურების ან მათთან დაახლოებული ჯგუფების აქტივობას მიანიშნებს.

უტიაშვილის თქმით, იმ დროს ჟურნალისტ გიორგი თარგამაძის მკვლელობაც იგეგმებოდა.

„იყო ასეთი შემთხვევა 7 ნოემბრის შემდეგ, ინფორმაცია, რომელიც ცხინვალიდან მივიღეთ, რომ მაშინაც გადაწყვიტეს სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავების მიზნით, თქვენი ლიკვიდაცია. ასეთი დავალება მიიღეს ცხინვალში ვიღაცებმა, თუმცა ჩვენ მაშინ დროზე გავიგეთ და თქვენც შეგატყობინეთ, რომ გეზრუნათ საკუთარ უსაფრთხოებაზე“, – აღნიშნა უტიაშვილმა.

ინფორმაცია თავად გიორგი თარგამაძემაც დაადასტურა. მან აღნიშნა, რომ მკვლელობის დამკვეთის ამოცანა ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარების კიდევ უფრო გამწვავება იყო.

„საუბარია 2007 წლის 7 ნოემბრის შემდგომ პერიოდზე, როდესაც ჩვენ შორის დაპირისპირების ხარისხი მწვავე ფაზაში იყო. ტელევიზია დარბეული და დახურული იყო, ვიბრძოდით იმისთვის, რომ ხელახლა გავსულიყავით ეთერში და ასე შემდეგ. დაძაბულობა და ტემპერატურა საზოგადოებაში ძალიან მაღალი იყო.

ამ მომენტში, არც არის გასაკვირი, რომ უნდობლობის ხარისხის ძალიან მაღალი იყო ხელისუფლებისადმი, მე მომივიდა შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროსი, მათ შორის თქვენ იყავით და მე შემატყობინეთ, რომ ოპერატიული ინფორმაცია გქონდათ ცხინვალიდან მართვადი ერთი თუ ორი ჯგუფის შესახებ, რომელთაც პირდაპირ ჰქონდათ დავალებული ჩემი მოკვლა. ეს იყო ამოცანა, რომ სიტუაცია უფრო მეტად დაძაბულიყო.

მაშინ მე უარი ვთქვი სახელმწიფო დაცვაზე, მიუხედავად იმისა, რომ დაჟინებული შემოთავაზება იყო. მაშინ ტელეკომპანია იმედის ხელმძღვანელობამ უზრუნველყო ჩემი დაცვა.

ეს ისტორია ნამდვილად მოხდა. ამის მომსწრე არიან ჩემი მეგობრები და ოჯახის წევრები, რომელთა სიცოცხლეც იდგა სერიოზული საფრთხის ქვეშ“, – განაცხადა თარგამაძემ.

პრაიმ ტაიმი

Next Post

პუტინმა ამერიკულ ჟურნალში სენსაციური სტატია გამოაქვეყნა

პარ ივნ 19 , 2020
1,111 წაკითხვარუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ხელმოწერით, ავტორიტეტულ ამერიკულ ჟურნალში “The National Interest” გამოქვეყნდა სტატია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დაწყების რეალურ მიზეზებს განიხილავს და დასათაურებულია, როგორც “The Real Lessons of the 75th Anniversary of World War II” (“მეორე მსოფლიო ომის 75-ე წლისთავის რეალური გაკვეთილები“ სტატიის სენსაციურობა შემდეგში მდგომარეობს: რუსეთის პრეზიდენტი შეახსენებს დასავლეთის საზოგადოებას, რომ რუსეთმა (სსრ კავშირის სახით) თავის დროზე თავად […]

შესაძლოა მოგეწონოთ