„თუ პოლიტიკაში წასვლა გადავწყვიტე, დამოუკიდებელ დეპუტატად ვიყრი კენჭს“ – მალხაზ მაჩალიკაშვილი

782 წაკითხვა

მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, წავა თუ არა პოლიტიკაში ჯერ არ გადაუწყვეტია, თუმცა, პოლიტიკაში წასვლის შემთხვევაში აპირებს, რომ კენჭი დამოუკიდებელ დეპუტატად იყაროს.

„პოლიტიკაში მოსვლას არც გამოვრიცხავ და არც დავადასტურებ. ერთი შემიძლია ვთქვა, ნაკლებად ვხედავ ჩემს თავს პოლიტიკაში, იმიტომ, რომ აქ სწორი ფორმებია მოსაძებნი. დღეს აქ გამომსვლელებმა, ვინც აქ იდგა, არ მინდა უღირსად ჩამთვალონ. ამიტომ სამუშაო და სწორი ფორმა მაქვს მოსაძებნი. ჯერ ზუსტად არ მიმიღია გადაწყვეტილება, მაგრამ მთავარია ოპოზიცია იყოს ერთიანი, დავამარცხოთ ეს მონსტრი. ეს არის ჩემი მთავარი მიზანი. მნიშვნელობა არ აქვს, მოვალ თუ არა პოლიტიკაში.

გაერთიანებული ოპოზიციის ყველა ლიდერი ჩემთვის მისაღებია, ყველას ერთნაირად პატივს ვცემ, მაგრამ თუ გადავწყვიტე პოლიტიკაში წასვლა, დამოუკიდებელ დეპუტატად ვიყრი კენჭს“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, ის უერთდება რუსთაველის გამზირზე დღეს დაგეგმილ აქციას.

„დღეს 1 წელი გახდა იმ დღიდან, როდესაც ჩემთან ერთად, ძლიერი და ღირსეული სულის მქონე ახალგაზრდობა სისხლში აბანავეს. დღეს ვუერთები იმ დღეს აქ მყოფ ახალგაზრდებსა და საქართველოს. ის დღე ყველას ტკივა“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

ipn.ge

Next Post

„ეს არის საქართველოს მოსახლეობის პასუხი, სანაცეთს“ - დიმიტრი სამხარაძე

შაბ ივნ 20 , 2020
782 წაკითხვაპარტია “ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს” წევრი, პარლამენტარი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს: „ეს არის საქართველოს მოსახლეობის პასუხი, სანაცეთს❗️ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისათვის N1 სატკივარი ჩვენი ქვეყნის ოკუპაციაა, ეს ნაცებმა კარგად იციან და აქციას ანტისაოკუპაციო სახელიც იმიტომ დაარქვეს რომ რაც შეიძლება მეტი ხალხი მოტყუებით მიეყვანათ ნაცურ შეკრებაზე! თუმცა, საწინააღმდეგო სურათი მიიღეს. დავიჯერო დაავიწყდათ ვინ იყო ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის ხელშემწყობი? შესაძლებელია […]