„ამ ომს ჩვენ მოვიგებთ“ – მამუკა ხაზარაძე

რუსული მცოცავი ოკუპაცია ყოველდღიურად გვართმევს სამშობლოს ნაწილს. ეს არის ბრძოლა ყოველი გოჯი ქართული მიწისთვის, ამ ომს თავისი გმირები ჰყავს – იქ მცხოვრები ადამიანები, რომლებიც შიშველი ხელებით ცდილობენ საკუთარი ოჯახების და ქართული მიწის დაცვას.
დღეს მათ სახლი წაართვეს, რომელიც უკვე ოკუპირებულ 20% -ს მიემატა.
ამ ოჯახებმა ისევ უნდა იცხოვრონ თავიანთ მიწაზე, სადაც ახლა მავთულხლართებს ავლებენ რუსი ჯარისკაცები.
ჩვენი მოვალეობაა მათთან ერთად ვიდგეთ.
ამიტომ გეგუტიანთკარში გივი რაზმაძის ოჯახს უახლოეს ერთ თვეში ახალი სახლი ექნება. აქვე მინდა ვთხოვო ქართულ ბიზნესს – დაეხმარონ იქ მცხოვრებ ადამიანებს.
ქართული კერა არ მოიშლება,
ამ ომს ჩვენ მოვიგებთ,
საქართველო გაერთიანდება!

მამუკა ხაზარაძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

„მხედრიონელები“, რომლებიც N21-22 ნომრით დაკრძალეს, ბაბუშერაში გადახვევიან და ისე მიდუღებიან ერთმანეთს“

პარ აგვ 16 , 2019
წაკითხვა: 92 ლალი ცერაძე 1994 წლის გაზაფხულის ერთ მშვენიერ დილას თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ასურეთს ვეწვიე… ატირებული ვაზის რქა, სითბოს და სიცოცხლის მფრქვეველი ასურნელებულიახლადმოხნული მიწა, აყეფებული ბომბორა ეზოს ძაღლები, აბღავლებული ხარ–ფური, ჩიტების გალობით შეჯერბული გამჭვირვალე ცისფერი ზეცა, ახლადკოკრილ ვარდ–ყვავილებთან მოლივლივე პეპლები, ყველაფერი იზიდავდა და ხიბლავდა სულსა დათვალს. მხოლოდ რაღაც უსიამოვნო სევდა მაინც ისადგურებდა გულში, როცა ამ მზის გულზეგადაშლილ სოფელს გადავხედავდი, რაღაც […]

შესაძლოა მოგეწონოთ