„მან ჯარისკაცები გაწირა, გვამები მიატოვა“ – ლევან ნიკოლეიშვილი სააკაშვილზე

1,254 წაკითხვა

„სააკაშვილი გაწირავს ნებისმიერს. გაბუნია მისთვის არაფერია, მისთვის მთავარია თვითონ, მიშა სააკაშვილი – მერე დანარჩენი“ – ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა ლევან ნიკოლეიშვილმა „POSTV-ის“ ეთერში, ადეიშვილის და სააკაშვილის შესაძლო აუდიო ჩანაწერზე საუბრისას განაცხადა.

„უკრაინამ ვერ იგრძნო რა ნაღმი შეიტანა თავის სახელმწიფოში, სააკაშვილს ვგულისხმობ, როდის აფეთქდება არ ვიცით და როდის აურევს იქ პოლიტიკურ სიტუაციას, იმ დონეზე, რომ სიზმარშიც ჯერ ნანახი არ აქვთ. ჩვენ გვინახავს მისგან გაწირული მინისტრები, სხვადასხვა ადამიანი, ბიზნესმენი. მან ჯარისკაცები გაწირა, გვამები მიატოვა, რა აქვს გაკეთებული ნორმალური და ადეკვატური“, – აღნიშნა სამხედრო ექსპერტმა.

ცნობისათვის, უკრაინულმა გამოცემამ Obozervatel-მა გაავრცელა აუდიოჩანაწერი,  რომელიც, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის საუბარს ასახავს. ჩანაწერში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქმეზეა საუბარი.

Next Post

„გამოშტერდა და ტაქტიკური ჭკუაც აღარ აქვს შერჩენილი“ - თამარ ჩერგოლეიშვილი სააკაშვილზე

კვი ივნ 21 , 2020
1,254 წაკითხვათამარ ჩერგოლეიშვილის პოსტი ფეისბუქში: „შევდივარ მელიას მდგომარეობაში – გულწრფელად თქვა გუშინ ჩვენთან საუბარში, რამდენიმე სიმძიმის ცენტრია ჩვენს პარტიაში და ეს ართულებს გადაწყვეტილებების მიღებასო. გუშინ მელია მიესალმა ევროპული საქართველოს გადაწყვეტილებას, რომ ივანიშვილს, პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების და ოპოზიციაზე დაბრალების შანსი არ მისცეს. მიზეზი მარტივია – პირველ მოსმენაზე ჩავარდნა ნიშნავს, რომ თვეები დასჭირდება ცვლილებების ხელმეორედ შეტანას მეორე და მესამე მოსმენაზე […]

შესაძლოა მოგეწონოთ