„გამოშტერდა და ტაქტიკური ჭკუაც აღარ აქვს შერჩენილი“ – თამარ ჩერგოლეიშვილი სააკაშვილზე

1,455 წაკითხვა

თამარ ჩერგოლეიშვილის პოსტი ფეისბუქში:

„შევდივარ მელიას მდგომარეობაში – გულწრფელად თქვა გუშინ ჩვენთან საუბარში, რამდენიმე სიმძიმის ცენტრია ჩვენს პარტიაში და ეს ართულებს გადაწყვეტილებების მიღებასო.

გუშინ მელია მიესალმა ევროპული საქართველოს გადაწყვეტილებას, რომ ივანიშვილს, პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების და ოპოზიციაზე დაბრალების შანსი არ მისცეს.

მიზეზი მარტივია – პირველ მოსმენაზე ჩავარდნა ნიშნავს, რომ თვეები დასჭირდება ცვლილებების ხელმეორედ შეტანას

მეორე და მესამე მოსმენაზე იგივე შეზღუდვები არ მუშაობს – იმავე დღეს შეაბრუნებენ, რა წუთშიც დასავლეთი კონკრეტულ ზომებს მიიღებს (და მიიღებს).

ნებისმიერი კანონი სამი მოსმენით მიიღება.

რატომ უნდა მისცე ბიძინას შანსი, პირველივე მოსმენაზე ჩააგდოს და ოპოზიციას დააბრალოს?

მაგრამ, როგორც ჩანს, სააკაშვილმა თავისი გაიტანა.

სააკაშვილს უნდა, რომ პროპორციული არჩევნები ჩავარდეს და რევოლუციური სცენარით წავიდეს მოვლენები.

(ვერ ხვდება, რომ თვითონ ვერც ამ სცენარით იხეირებს – რევოლუციონერები ქართველებს ადგილზე უნდათ და არა კიევის ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში)

გამოშტერდა და ტაქტიკური ჭკუაც აღარ აქვს შერჩენილი.

ევროპულმა საქართველომ, საბედნიეროდ, ჭკუა იხმარა და ბურთი ბიძინას მოედანზე გადააგდო.

თუ ჩავარდება – ნაცებს და ქოცებს შეეტენებათ. ხალხიც და დასავლეთიც – ნაცებზე და ქოცებზე გაბრაზდება”– წერს ჩერგოლეიშვილი.

Next Post

„მხოლოდ ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება!“ - თაკო ჩარკვიანი

კვი ივნ 21 , 2020
1,455 წაკითხვათაკო ჩარკვიანი საბურთალოზე მაჟორიტარად იყრის კენჭს. ამის შესახებ მან ფეისბუქში დაწერა: „ძვირფასო მეგობრებო! ქალბატონებო და ბატონებო!!!!! პირველად გამცნობთ თქვენ( დაპირებისამებრ )უპირველესად თქვენ! გადაწყდა და დიდი ხნის ბჭობის და დიიიდი სამეგობროს , ასევე ჩემი ძმის მამუკა ჩარკვიანის თხოვნით, ჩემს ოჯახთან კონსულტაციის შედეგად , დედას – ამ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული, პატრიოტი ირმა ჩხეიძის,ქვეყნის და ხალხის გულშემატკივრების თხოვნით გადაწყვეტილება მიღებულია – კენჭს […]

შესაძლოა მოგეწონოთ