ვინ არის ადამიანი, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა გია ჯაჯანიძის ცხოვრებაში

ვინ არის ადამიანი, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა თქვენზე? – ამ კითხვაზე გია ჯაჯანიძე ასე პასუხობს:
„ბაბუაჩემით დავიწყებ: 6 წლის ვიყავი, როცა გარდაიცვალა. 2 წლიდან მიყვებოდა ზღაპარს, რომელიც არა და არ მთავრდებოდა. ისე გავხდი 6 წლის და ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ ეს ზღაპარი არ დამთავრებულა. ბაბუა ცალხელა იყო და გიორგი ერქვა. ამ ადამიანმა მართლა საოცარი კვალი დატოვა ჩემს სულსა და გონებაზე. საოცარი ქალი იყო ბებიაც – ის მიყვებოდა ისეთ რამესაც კი, რაც ბავშვს არ უნდა გაეგო. დედაჩემი სულ სხვაგვარად მექცეოდა – ის საოცრად მოკრძალებული ქალია, რომელიც ორ სიტყვას თუ იტყვის. რა თქმა უნდა, ჩემს ცხოვრებაზე მამაჩემმაც იმოქმედა – ის ძალიან ტრადიციული კაცი იყო და სუფრასთან ლამაზი სადღეგრძელოების თქმა იცოდა. საბოლოო ჯამში, ჩემი ოჯახის წევრებმა დამიტოვეს კვალი სიყვარულისა, კვალი სიკეთისა, პატრიოტიზმისა, ადამიანობისა… ამიტომ, ჩემი ოჯახის წევრები ყველაზე ნათელი და წრფელი ადამიანები არიან. თუმცა, ჩემი თითოეული ნაცნობი, მეგობარი თუ თანამშრომელი ტოვებს თავის კვალს – კარგსაც და ცუდსაც. სხვათა შორის, მყავდა თანამშრომელი, რომელსაც ვუყურებდი და ხშირად ვფიქრობდი, რომ ასეთი არ უნდა ვიყო არასოდეს. მოკლედ, მე ნებისმიერი ადამიანისგან ცხოვრებას ვსწავლობ. ჩემი თითოეული რესპონდენტი ჩემთვის არის საინტერესო წიგნი, რომელიც უნდა წავიკითხო და ავითვისო. კიდევ ერთ რამეში გამოგიტყდებით: ძალიან კარგად მაქვს მორგებული მასხარას როლი“.

კვირის პალიტრა

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *